შარშან ამ დროს…

შარშან ამ დროს სულ მთლად სველს, ვიღაც ქალი მრევლიდან სტიქარზე შემეხო, ეს იყო ჩემი ბოლო და ალბათ უკანასკნწელი კავშირი ეკლესიასთან, მაშინ ჯერ კიდევ მეგონა რომ ღმერთთან ახლოს ვიყავი და იმ საქმეს ვაკეთებდი, რაც სწორი იყო და ძალიან მჯეროდა რაღაცას ვცვლიდი ჩემშიც და სხვებშიც. ეხლა, ამ დროს, უბრალოდ მეცოდება ის ქალი თუ მართლა ეგონა, რაიმე მადლის მატარებელი ვიყავი,… Continue reading შარშან ამ დროს…

ახალი წლის “თემა”

“ახალ წელს რას ვშვებიით?” კითხვა რომელიც შეიძლება აგვისტოს ბოლოდან აქტიურად გაიგოთ, და რომლის პასუხიცაა “ჯერ ოჯახთან ვხვდები და მერე ვქნათ რამე” არც მე ამცდა როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, ტრადიციულად ძველი მეგობრები ერთად ვსვამთ, ჩემს ძმაკას (რომელიც ნამდვილად ძმაცაა და კაციც სხვა ყველა გამონაკლისისგან განსხვავებით) ბედნიერებად ხვდა სახლი, სარდაფში ბუხრით, მშვენიერი მყუდრო ადგილი სადაც 1 ში შევიკრიბეთ… Continue reading ახალი წლის “თემა”

დაქალები

დიდი ხანია არაფერი დამიწერია და ბოლო პოსტებიც მეტისმეტად სენტიმენტალური გამომივიდა, თუმცა არ ეწყობა სხვაგვარად. ამჯერად შევეცდები ჩემთვის ტრაგიკულ და თქვენთვის სახალისო თემას შევეხო. ყურადღება სათაურისკენ. სუსტი სქესის წარმომადგენლების ყურადღებას არასდროს ვუჩივოდი, ხან მეტად ხან ნაკლებად. თუმცაა თუმცააა… “დაქალი” გაახარებს ვისმეს განა? ლენგ თემურს არ მიუყენებია იმხელა ზიანი ტფილისისთვის, რამდენიც მე იმ გოგოების დაქალებმა, რომლებიც მომწონდა ან მიყვარდა… Continue reading დაქალები

რჩეული არა, გამორჩეული.

საქართველო რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და რჩეული ერი ვართ ყველას გაგვიგია რა თქმა უნდა, ვისაც არ გაუგია დეე ნურც გაიგებს. თავი რომ დავანებოთ რელიგიურ ფანატიზმს და გადავიდეთ ჩვენს ეთნიკურ ისტორიაზე რა თქმა უნდა ჩვენი რჩეულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ხოლო გამორჩეულობა უდავოა, თუმცა რა მხრიდან გამორჩეულობა. უახლოესი ამბებიდან რომ ვიმსჯელოთ ბოლოსდაბოლოს შევთანხმდეთ რომ ჩვენ ქართველებს გვჭირდება… Continue reading რჩეული არა, გამორჩეული.

გოგონა გმირი 

როგორი სახელიც ჰქონდა ისეთევი უცნაური და საინტერესო იყო ქალბატონი გოგონა. დიახ მას ასე ერქვა, მამას დაურქმევია მიშა პაპას, კინო იყო ჩამოსული და იქ მოწონებია. გოგონა ბებოს ისტორიაც ფილმს გავს, უცნაურ დრამას, რომელიც პირველი წუთებიდან ტრაგიკუდალად იწყება. 1932 წლის 2 მიასს დაიბა, ეამაყებოდა დაბადების დღე, აღდგომას დამეთხვა ერთხელ და პაპამ წითელი ლენტები შეაბა ცხენებსო. დედმამიშვილებში შუათანა… Continue reading გოგონა გმირი 

დავიღალე?!:.

“დავიღალე”მერამდენედ ვთქვი, ვინ იცის და საწოლზე  დავეცი თითქოს რაღაც დიდ საქმეს მოვრჩი.                  გიფიქრიათ რამდენი სახის “დავიღალე” არსებობს? რამდენი ამბის ბოლოს უთქვამთ ან რამდენ ადგილას ან რამდენ განსხვავებულ ადმიანს?  ალბათ ძალიან ბევრი რამით შეიძლება დაიღალო კი.  ვიცი რომ ტერმინ კულტურის 300 ზე მეტი განმარტება არსებობს. უაზრო ინფორმაციებითაც დავიღალე… Continue reading დავიღალე?!:.

ლიტერატურული დღე

დღეს დილით მოვრჩი ბეგბედერის “მიშველე! ბოდიშის” კითხვას. ოქტავის მესმის თქო, რომ გითხრათ და მერე გავშალო ახსნა განმარტების ჩემებური, ჩახვეული სტრიქონები არანაირი სურვილი არ მაქვს. ამიტომ სათქმელზე გადავალ, ერთ-ერთ ეპიზოდში პუშკინი მოიხსენია “ვაი მწერლად”, სადღაც “ევგენი ონეგინიც” ახსენა თუმცა არ მახსოვს ეგ ადგილი. მაგრამ კითხვისას, როდესაც  ვეცნობოდი რუსეთის სუიციდის მომგვრელ კულტურას, სულ უფრო მიჩნდებოდა სურვილი წამეკითხა პუშკინი და… Continue reading ლიტერატურული დღე