‘რა ცუდია აქ და რა კარგია იქ”

38228
აღმოსავლეთ მცოდნეობის ფაკულტეტის და “იქ რა კარგიას” რა გითხრათ მარა “აქ რო ცუდია” მაგაზე ამერიკაში ბზეჯინსკივით წავიკითხავდი 2 სემესტრიან კურსს.

რა ცუდია და… 24 საათია წყალი არ მაქვს სად… სად.. და… ნაძალადევის რაიონში, 144 წელი გავიდა რაც არსებობს ეს უბანი და 44 დღე არ იქნება ზედიზედ წყალი რომ არ დაწყვეტილიყოს.

მოგეხსენებათ ევროპის ჩემპიონატია ფეხბურთში და მეც “სრული ქართველი მამრი” ვუყურებ ჩემი დის ნაყიდ ახალ ტელევიზორში (რა კარგია ხან აქაც). მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმე განა?,
“საკაბელოს ქალზე გსმენიათ” ??? მამაჩემი არ მყავს იმდეჯერ ნანახი რამდენჯერაც ეგ ქალი დადის ჩვენთან, არ ვიცი რა კალენდარი აქვს ასტროლოგი მგონია ხან, თვეში ორჯერ მოდის ნუ კაი შევეშვათ. რა ცუდიაა აქ და…. შუა ევროპის ჩემპიონატის დროს მაუწყებლობა წყდება და ურეკავ ამ ქალს, რომელიც გამშვიდებს და შენც ყლაპავ, ანუ ურეკავ რო მაუწყებლობა არ არის და ის გეუბნება “რო არ არის”                  #მოდი და იყავი ადეკვატური    #მოდი და არ შეიგინო

გავაგრძელოთ რა ცუდია აქ…. უწყლობის გამო ვერ ავდივარ უნივერსიტეტში, კერძოდ                     შ. რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკაში, გუშინ 1 საათზე მეტი დასჭირდათ წიგნის მოსაძებნად გთავაზობთ ბიბლიოთეკარების ფრაზებს:
“უი ეგ წიგნი გვაქვს კაცოოო?”  “ვერაფერი გავუგე ამ კომპიუტერს” “გადამრევს ეგ ქალი მე უნდა მაწვალოს აქ” ბოდიშით რო 2250 ლარს ვიხდით და ვსწავლობთ…. საერთოდ აღარ ამოვალთ, არ შეწუხდეთ…საგანს შევიტენით…. ჩვენი დედაც მოვტ… ქალბატონო…

კაი გამახსენდა უნივერსიტეტზე იცით ფორმულა 5 გოგო უნივერსიტეტის ეზოში და ერთი თეთრპერანგიანი ბიჭი რას უდრის? და და დააამ ბაბა ბაააბაამ ცც ცცც …. თეთრ პერანგიანი ბიჭის აღზევებას, ის დაბრუნდა რათაა ყველა გოგო დაკეროს, ის  მე 14 სემესტრელია (თან ერუდირებულიც ყველა ფეხბურთელი იცის flashscore დან) ის ამ გოგოდან რომელიმეს დაიმატებ და ნასვამზე მიწერს, ემი უაინჰაუსის ქავერებს მიაყრის ,  miles davis – doo bop საც ზედ დაულინკავს (კაი 50 წლების ქულ ჯაზის გადავარდნილი ფანივით) და არ გეგონოთ მთავარი შტრიხი გამორჩეს ქამარს წაეთამაშოს, სიგარეტი ამოიღოს თვალები მოჭუტოს და იყოს თსლ ტიპი რაითამცა არს იგი         რა კაია აქ

 

შეხვალ ლექციაზე და  ჯგუფელი პროვინციიდან გიყყურებს მოსისხლე მტრის თვალებით (ზოგი თვალით…. აჰ აჰ თამაზ რა ენა გაქვს), თითქოს ჩემი ბრალია რო აქ დავიბადე და ის იქ, თითქოს ჩემი ბრალია რო მე არ ვეტენები ლექტორს 90+ ქულისთვის, თითქოს ჩემი ბრალია რო 3 წელი არ მჭირდება იქანეს მოსაცილებლად, (ვინ უშლის) თითქოს ჩემი ბრალია რო ნაგვის დაყრას და “დაბიჩოკებას” ვერ ეჩვევა (მარა ქართველი ერის ისტორიაში ზნენი და ჩვეულებაში 100 ქულა აიღო) თითქოს ჩემი ბრალია რო სახლიდან გამოგზავნილი უკანსკნელი 100 ლარი ვენდისში დახარჯა…. ნუ კაი ეს ჩემი აზრია. რა ცუდია იქ ჯდომა თქვენ უნდა ნახოთ, ადამიანს შინაგანი ესთეტიკის წვეთი რომ არ აქვს…

ციკლიდან რა ცუდია ლექციაზე.. თქვენ შეგერჭობათ სკამიდან ლურსმანი, თქვენ მოგიწევთ ლეკტორის ძალიან ცუდ ხუმრობაზე ჩაღიმება, ატანა იმ გოგოსი სულ რო გარეთ გადის,
იმ გოგოსი შეყვვარებული რო რაგბისტი ყავს და ისეთი თვალებით იყურება: “აბა მოდი დამელაპარაკე ჩემი შეყვარებული დაგალეწავს თავყბას”, იმ ბიჭის ძველი რომაა, იმ ბიჭის ნიცშე რო შეიცნო, და კიდევ იმ გოგოს ლლლლლლლლ ს რომ დედას იმას უშვება…. ბავშვ ქალა გოგოების “ატეც ბილა ვსე პრაფესორების შვილების”

გზად შეხვდებით კონტროლიორს, რომელიც აჯარიმებს ბებოს 96 წლის ასაკში, ნუ სამსახური აქვს ეგეთი, გენ ინსპექცია დაყვება, FBI დან ამოწმებენ, შეხვდებით 20 წლის ბიჭს რომელსაც დამამცირებელი გონია კონტროლიორის მოვალეობა, (50 თეთრი რომ არაქვს და უპატარავეს ქალაქში ფეხითაც არ უნდა გასვლა ეგ არ უტყდება), შეხვდებით 50 წელს გადაცილებულ ქალს რუსთაველის მეტროსთან რომ იტყვის “უიმეეე რა საშინელი ადგილიააა” (კლიმაქსის როლი დიდია თბილისურ თვითმყოფადობაში)

ესეთ თემებზე არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან რომ -აქ კი არაა ყველგან ეგრეა,-ნეტა შენ რა ჩემი ***იცი… ჰა ბიჭო აქ რო ბლოგავ ძმაო?  -ჩადი აბა ევროპაში (გამიჭირდება ძმაო ჩავალ მოვიპარავ, შენზე ნაკლები ქართველი ვარ?) არ ვიცი სად რააა არის ჩემო ძმაო მარა რა ცუდია აქ რო გაიგო საერთოდ არსად წასვლა არ არის საჭირო, ერთი უნდა გაატასავო და ნამწვები ახიკო და პარკები და ქაღალდები და ეგაა რა.