პირველი პოსტი და პირველი პრობლემა

     facepalm-1
რა დროს ბლოგია 15 დღეში პირველი გამოცდა მაქვს მაღლივში, მარა როდესღაც უნდა დამეწყო , მცდელობა ყოველთვის მქონდა, პროსტა მაგრად ვიკეტებოდი,”ხალხს გამოცდილი პოსტი უნდა” “ჯერ უფრო მეტი ყლეობა მოხდეს და მერე ” და მსგავსი ფიქრები მქონდა, მარა არა არა საკმარისი ყლეობის მომსწრე ვარ მე 21 წლის ეთნოლოგად წოდებული, ვწერო ამა ამაოებაზე, და აჰააა პირველი *ლეობაც გამოიკვეთა (ფიფქი ამსუბუქებს ამ სიტყვის პირველ ბგერას, უხდება),

მოკლედ ეთნოლოგია ეს ისეთი რამეა, რო გითხრათ რო თსუში ერთადერთი მიმართულებაა რაზეც მინდოდა სწავლა მოგატყუებთ,  თუმცა მათ შორის ერთ-ერთია რაც მაინტერესებდა, ხოდა ნუ მოვხვდი და ვსწავლობ რა და ეგ ვაფშე ცალკე თემაა, მთავარი სიტყვა ეთნოლოგიაშია, სიტყვის დეფინიცია ძალიან კონკრეტულია მარა, ჩვენ რაღაცნაირი ხალხი ხო ვართ ჩვენებური და ჩვენც არ შევეცით დეფინიციებს, ჩვენებურად გვესმის.

მოკლედ I გხვდება ნაცნობი და გეუბნება:  -რაზე ხარ შენ???  -ეთნოლოგიაზეა ზურა ბიძია,
– აჰაჰ. ხხხ..,, ეგ ის არაა კაცო, ზუმბა და რაღაც ფოლკლორი შმოლკლორი…   ამ დროს მინდა რო მთელი ანთროპოლოგიის სოცილური მეცნირებების, ისტორიის, კულტურის მეცნიერებების სახელით და რაც მთავარი ფრანც ბოასის სახელით ყელში ვეცე და მთელი ერის უვიცობდა ამ ძია ზურიას თუ ძურია ძიას დააბრალო, მარა სურვილის დონეზე რჩება სამწუხაროდ.

 II შეგხვდა სკოლის მეგობარი, რომელიც სკოლაში არც შენზე კარგად სწავლობდა არც ცუდად, მაგრამ ყოველთვის ეტყობოდა რო რეალობას მაგარი მოწყვეტილი იყო, ნუ იტოკში კაი დუნდუკი იყო რა. გავგრძელეთ,,, ხოდა გეუბნება:  -რაზე ხარ შენ? -ეთნოლოგიაზე ნინი (და უღიმი იმიტო რო ძია ზურასგან უკვე იცი რო დაგენძრევა ამ სიტყვაზე, თან ძია ზურაზე ერუდირებული არც გგონია). -ეგ ის არაა მთა და რაღაცეები? – უხსნი რო ეგეცაა ან უტარებ რო ნინიზე გამწარებულმა არ შეიძულო კაცობრიობა , იმ დღეს მაინც. კიდევ არის ესეთი: “რა უნდა გამოხვიდე? მასწავლებელი?” და ბევრი.

მოკლედ კაი შევეშვათ ამ ზურიებს და კომუნისტ უვიც თაობას, მაგათ თავისი გასაჭირო ქონდათ ათასი სახის და 90 ები გამოიარეს და იტოკში არაფერი მოეთხოვებათ რა, ერთი თუ გაგეცინება მაგ ხალხზე ალბათ ეგაა, სერიოზულად არც უნდა მიუდგე უმეტესობას. მარაა ეს ნინიიი და ბევრიი ნინიი მათ შორის , მაინტერესებს რატო შვილო, რატო მამი? რა გიშლის ხელს რო ელემენტარული წარმოდგენა გქონდეს პროფესიების მნიშვნელობებზე მაინც? 21-ე საუკუნეში? გუგლი არ არის? იანდექსი არ არის? ბიბლიოთეკა არ არის?  წიგნი არ გქონდა? ტელევიზორში პროგრამას გიზღუდავდა სახელმწიფო ცენზორი? რა? პროსტა მითხარი, მე მაგრად მკიდია, საერთოდ არ გამოვალ თქვენი ხათრით ეთნოლოგი სულ სხვა მიმართულებით ვმუშაობდი რამდენიმე თვის წინ . სირცხვილია ტეხავს.

რაღაცაირად ესე გამოვიდა პირველი პოსტი მარა უკვე ძაან ტვინს ჭამს ეს სპამი ფეისფუქის გოგო ბიჭობა, სქროლავ სქროლავ შვილო ვის არ დაუსქროლია ახალგაზდობაში მარა კაი რა გადაშალე შე დედაზე ადრე…. წიგნი ან ერთი ორჯერ დაგუგლე რამე.

Advertisements

7 thoughts on “პირველი პოსტი და პირველი პრობლემა

  1. კარგად ვიცინე 😀 ისეთ საინტერესო სპეციალობაზე ხარ, რომ შემშურდა. ისე, ჩვენი ეთნოსის ფსიქოლოგიის შესწავლა კაი სახალისო რამე იქნება. 😀

    Like

    1. თავიდანაა სახალისო მერე ბოროტდები ვახუშტი ბაგრატიონია პირველი მაგ სფეროში ზნენი და ჩვეულებანი დაწერა და აშკარად ისიც დაგვცინის.

      Like

      1. მაგაში გეთანხმები თვითკრიტიკა ნამდვილად გვჭირდება, სისულელე მგონია რჩეულობაზე ამბიცია ამ მდგომარეობით.

        Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s