ძველი/კაი ბიჭების მისტერიები

picture
ეს თემა ძალიან ფაქიზია და რაც შეიძლება სტრუქტურულად უნდა მიუდგე, ესე დაიწყებდა ქართველი ექსპერტი ამ თემას, ესქპერტობის რა გითხრათ მარა ცოტა ჩამეხედება და თან ამ თემას თავს ვერც აარიდებ.

ეს კასტა რომელიც სათაურშია მოხსენიებული ერთობ მრავლფეროვანია და ჭირს მათი კლასიფიკაცია, თუმცა საერთო ნიშნებიც აქვთ, მაგალითად.

სოციალური ურთიერთობის ფორმა: “რავი ბრატ მე ყველასთან ვძმაკაცობ, და უბანშიიიი… ყველა ჩემი ძმაა” ესაა პირველი მისტერია, ჩნდება კითხვა: რანაირად? ან რას არქმევ ძმაკცს?
სინამდვილეში ამ ბაბუზავრს, მეტი საქმე არ აქვს ცხოვრებაში არც ნიჭი და არც სურვილი ნორმალური ადამიანივით იცხოვროს , ერთადერთი რაც არ ეზარება გარეთ დგომაა, გარეთ დგომისას ხვდება სხვა მისი კასტის წევრებს და ასე მრავლდებიან და ურთიერთობის საკუთარ ფორმას აყალიბებენ , თუმცა ამ ფორმას არანაირი კავშირი აქვს ძმაკაცობასთან, ესაა  ურთიერთობის ერთჯერადი ფორმა ( შეიძლება რამდენიმე წლის შემდეგ ერთი მეორეს დაებოღმოს და სადმე მიაკლას მიაჭრას).

ურთიერთობა შემოიფარგლება ფეხბურთზე, ციხეზე , მენტებზე, რაღაც ამოჩემებულ მუსიკაზე  (“hugh masekela stimela ” (რა თსლდ შეყავს ბიჭოო, გამიხსნააა)) და ასე შემდეგ მათ შორის კლასიკური იაფფასიანი გერმანული მანქანების განხილვით. თქვენ ხო არ გგონიათ რო მარტო ამით შემოფარგლება მათი ურთიერთობა? არა მათ ასევე  სარიტუალო ტრაპეზებიც აქვთ: “ბიჭოო რიას შვიები იეე??? სადმე გავგაზოთ რა დავიადოთ თითო შაურმა” ესე შეუძლიათ კასტიდან ყოველ მესამე დღეს, ყველას დაურეკონ (ეგაა ძმაკაცობა  3 თვეში ერთხელ ტაიმერივით რო გეხმიანება ძმაკაცი)

სად შოულობენ ფულს რეალურად და სად მისტიურად ესეც საინტერესოა. რო გირეკავს და გეტრაპეზება ბრატ შენ რა გონია რო შენ გადაგხდევინებს ან პაპალამ ან რამე??? ჰაა???
არა მას თან აქვს ყოველთვის დიდი რაოდენობით ფული, რომელიც “რავი ბიჭო ლესტერის 2 იანი ვხიე და ამოვრდა ერთი 400 ლარი” აი აქ აღარ გამაჩეროთ… რა 400 ლარი ამოვარდა შე ყლეო ვის აბოლებ ???(ვიინ ლაშას მამას ხმით) ან დედაშენის 3 თვის ხელფასია ან ყულაბა გატეხე 85 წლის მერე რო აგროვებ , რის 400 ლარის მომგები ხარ კარგი რა , მარა მისტერიის სიუჯეტს უხდება ვერ იტყვი ვერაფერს.

აქვე არ შეიძლება არ ავღნიშნოთ  სპორტთან მათი დამოკიდებულება  თუ სადმე ვინმე ამ კასტიდან შემხვედრია ყველა 3 წლიდან უყურებს “ფუტბალს”,”4 წლიდან მილანის გულშემატკივარი ვარ ბრატ” .  უფრო უარესიც შემხვედრია, ცოტა გამოსული კასტის ძველ ბიჭს უთქვამს:
“5 წლიდან ლეიკერსს ვგულშემატკივობ  ბრატ” ეს უკვე “მისტიური ყლებაა” რანაირად შე ოჯახ აშენებულო, სად, როგორ უყურებდი 95 ში ნბას? ეგ ტიპი უნდა აიღო და ენტონი მილერის ან მეჯიკ ჯონსონის ბოტასებით ცემო რო მეტი ესე უსინდისოდ აღარ მოიტყიოს, მარტო იმიტო რო მაგ დრო და შემდგომაც ტრანსლაცია არ ხდებოდა, იშვიათად ვიდეო ჩანაწერები თუ ქონდა ვინმეს “პრისტავკად წოდებულისთვის”.  2007 წელს მახსოვს პირველად იმედზე ნბა პირადად.

ეხლა რაც შეეხება მათ ჩაცმულობა , ჭარბობს ამერიკული ბრენდის ჯინსები, შავი ფერის მაისურები ან ზოლიანი ზედები. რა თქმა უნდა ფეხსაცმელებში უფრო რთულად და სენსიტიურადა საქმე, ეს უკვე თინეიჯერული მოდის სფეროა, როგორიცაა: შავი all starebi,ბენსიმონები ასევე მუქი, ნაიკის შავი კედები, მოდერნიზებული ტაიგერები და ასე შემდეგ. სხვათაშორის ამ მხრივ ძალიან მოწესრიგებულები არიან.

ყავთ დაიკო უბნელი გოგოები ,“ჩემიიი სიცოცხლეეები” მათთან ურთიერთობის რაღაც წარმართულ რიტუალს თუ შევადარებთ, ისე ეხვევიან რაღაც ეროტიულ სცენებს გავს და რთულია მიხვდე ტოტემური მისტერიაა თუ მაგიური. მოკლედ რა დაიკო გოგოები? ვის აბოლებთ ბიჭო კვდებით ნძრევით, პროსტა იცით რო არასდროს მოგცემთ და არც შეგიყვარებთ და სხვა რა გზა გაქვთ, ისინიც დებილი გოგოები არიან და ამ მიჰაუზენის სჯერავთ.

ეს კასტა არ გეგონოთ რო შრომაზე უარს ამბობს, “პროსტა ცხოვრებაშია არ მიმუშავია ბრატ” პირიქით რამე ბიზნესები უნდა მოხოდონ მაგალითად ღორების ან ცხვრების ან თუშური სანტავიკების, ნუ კაი ეს ბოლო მე მოვიგონე :დ  აქ ჩნდება კითხვა და აქაც ნუ შემაჩერებთ ღორებით გინდა უორენ ბაფეტი გახდე შე ყლეეო?

მოკლედ ესე შეიძლება დაუსრულებლად ვისაუბრო ამ კასტაზე მარა იყოს აქ ავჩერდეთ.ერთი შეიძლება ითქვას დღეს როცა დრონებს ვარეგისტრირებთ ჰაერში დღეს როცა შეგიძლია Xbox , playstation 4, i7, და უამრავი სხვა გასართობი გქონდეს, ათასი ტიპის გასართობია სხვა, ახალი ცხოვრება, ფერადი, მუსიკალური და მხიარული და შენ აქ იკეტები ამ მართლა მისტერიაში და მართლა გგონია ვინმე ნორმალურს სჯერა რო ყოველ მეორე დღეს იგებ ‘აჭარაზე”, სექსი გაქვს ნორმალური , ერთობი, ან კაი ტიპი ხარ ან კაი ზმაზე ხარ ან მართლა რო სადმე ვინმემ აგიღოს და დაგდოს facebook ის ქავერზე რო თსლ ტიპი გიყენია ის გაიჩითები. არა მეგობარო არც
“ყველა გეძმაკაცება”  შენსავით “ვიგოდნიკია” და ჩაკომპლექსებული , და ყლეზე კიდიხარ როგორც შენ ის. ცხოვრება ზრდა სწავლა განვითარება და ბედნიერებაა ჯონ ლოკი ხვდებოდა შუა საუკუნეებში და შენ ეგეთი სირი რატო ხარ 21 საუკუნეში??? კითხე შენ თავს ბრატ თუ ბრაწ…

Advertisements

2 thoughts on “ძველი/კაი ბიჭების მისტერიები

    1. ლომბარდიდან, სახლიდან, პენსიიდან, “ბიძაჩემმა მაჩუქა დაბადების დღეზე 100 ლარი” ესეთი წყაროებიც გვხვდება :დ

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s