წითელი ტერორი და საქართველო

1937-represiebi_309

ყველას გვინახავს ალბათ თითო სტალინის, ჰიტლერის , სოციალიზმის, ნაციზმის, და საერთოდ ტოტალიტარული ტირანიის იდეოლოგიის მქონე ადამიანი.

ზრდასრულ ასაკში, როდესაც ეცნობი თითოეული სიტყვის, პიროვნების და მოვლენის აზრს, გიჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ ეთაყვანებიან ტირანიას ? რატომ მოსწონთ მკვლელები? რატომ მისტირიან მონობას? რატომ უნდა დაკიდო სახლში ბებიის და ბაბუის დამხვრეტის სურთი?

მეორე მსოფლიო ომს 60 მილიონიო ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 25 მილინზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე, საკუთარი ინტერესების გამო სტალინმა 10 მილიონი “შეძლებული გლეხი” მოსპო და 9 მილიონი “ხალხის მტერი” დააპატიმრა, ამას გარდა უამრავი უდანაშაულო ადამიანი დახვრიტეს. მეორე წითელმა ტერორმა ნაციზმმა 6 მილიონზე მეტი უდანაშაულო ებრაელი იმსხვერპლა.

მიუხედავად ამისა, მივყვეთ თითეულ არგუმენტს რაც მათ აქვთ “სტალინი რომ არ გერმანელი იქნებოდი” ამ ადამიანებს მინდა შევახსენო რომ ომამდე გაგვასაბჭოეს და დაგვიხვრიტეს ოჯახის წევრები,  გერმანიის ანექსიის შეჩერების შემდეგ საბჭოთა ანექსია დაიწყო აღმოსავლეთ ევროპაში.
“სტალინი მასონებს ებრძოდა” მასონებს არ ებრძოდა ჩემო “ქართველო კაი კაი კაცო” რელიგიას ებრძოდა და იდეოლოგიას, 1 საუკუნიდან რომ მოხვედი დღემდე რელიგიით მოხვედი, სულ 2 ხალხია მოღწეული დღემდე საქართველო და ებრაელები, თანამედროვე არცერთი ხალხი არაა იმ ხალხის წინაპარი რომელთა მიწაზეც ცხოვრობენ. როგორ გადავრჩით? მარტივად რელიგია გვაერთიანებდა. “კაი დრო იყო სტალინი წამოგვაყენებინა ფეხზე” ნუ იტყვი ისეთი დრო იყო… არ გშიოდა ხო? აბა რაა მთავარი ხო ძღომაა, მერე რა რო სხვის ენაზე გალაპარაკებდნენ უძველესი და ულამაზესი ენის მქონეს, მერე რა რო მთელ შენს ისტორიას გავიწყებენ და თვითონ გიწერენ, მერე რა რო სიტყვის თავისუფლება არ გაქვს , მეზობლის გეშიანია არ ჩაგიშვას, ძმისაც გეშიანია და საკუთარი მამისაც, ეკლესიაში აბანოს გიხსნიან, თეატრში ბაზარს.

რამდენიმე წლის წინ აქტიურად დავდიოდი ეკლესაში სტიქარიც მეცვა, შემდეგ აღვმოჩნდი ერთ ასეთ გაურკვევლობაში , მოძღვარი იხსენიბდა ბარძიმში სტალინს ამას ჩემი შინაგანი პროტესტი მოყვა რანაირად არის შესაძლებელი მილიონობით უდანაშაულო ადამიანის მკვლელის სულის მოხსენიება?  თუნდაც” მასონების მტრის” შემდეგ ერთ-ერთი პოსტში  სტალინზე მეწერა რაღაც , ერთმა გორელმა სტიქაროსანმა საქმე გამირჩია სტალინზე როგორ ბედავ ესეთი რამის თქმასო,  ნელ ნელა ჩემი დამოკიდებულა ნეგატიური გახდა ეკლესიის მიმართ (არა რწმენის, რწმენით მწამს ქრისტეს როგორც პირველი დიდი ჰუმანისტის)

რაზე უნდა ელაპარაკო ამ ადამიანებს კუჭმა მონობამდე მიიყვანა, ეს არაა მარტო საბჭოთა ტირანიის მონობა ეს ნაციზმის მონობაცაა, დღესაც ვხვდებით ადამიანებს რომლებიც ჰიტლერის პიროვნებით არიან შეპყრობილები, ჰიტლერის რომლსაც გერმანია გმობს ყველაზე აკტიურად, იცი რო ტირანი და სადისტია მარა მაინც მოგწონს ეგა არის ადამიანის ყველაზე დიდი ნაკლი სანამ შენ არ გხვრეტენ შეგიძლია სხვის მკვლელობა დახვრეტა მოგწონოდეს.

ბაბუაჩემის მამა მშრომელი გურული პატიოსანი გლეხი იყო ასეთი პატიოსანი იყო მისი მამაც , ბაბუაჩემიც მამაჩემიც და მეც , პატიოსნების გამო გადასახლეს გურიიდან სურებიდან სადღაც შორს და დახვრიტეს , ბაბუაჩემი ობლად გაიზარდა , სიკვდილამდე არ გაუგდია თოხი ხელიდან, ამის შემდეგ რომ სტალინზე ან ბოლშევიზმზე ვინმემ კარგი რომ მითხრას, მაქვს მორალური უფლება არ დავინდო და როგორც შემიძლია პასუხი გავცე.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s