ფილ ჯექსონის სინდრომი

1200
ფილ ჯექსონი გახლავთ ადამიანი “მოაცილეთ კაცო აქედან დავიღალეთ” 1967 წლიდან დღემდე “ნბა” შია და მიუხედავად  უდიდესი წარმატებისა 70 წლის ასაკშიც არ უნდა წასვლა, უფრო სწორად წავიდა და მაინც იქაა ანუ კიდევ ერთ “მიდიხარ თუ რჩებიოს” ტიპსაც აერთიანებს. სამწვრთნელო კარიერა დაამთავრა 2011 წელს…  მარა არაა ფილი არსად წამსვლელი არაა ის ნიუ იორკ ნიქსის სამზარეულოში შეძვრა და ისევ ნბა-შია.

მოკლედ რა სინდრომი…. და სად ეს ზე წარმატებული მოხუცი…. (ბოლო დრო საშინლად წარუმატებელი)

ჩვენს ქვეყანაში ყველას უკვირს რატო ვერ მივდივართ წინ, არ აქვს სფეროს მნიშვნელობა, მსოფლიო ასპარეზზე ყოველთვის “განვითარებადები” ვართ, ყველაფერში, რაც გლობალურია მაგარი ლოსები ვართ. პირღია ქვეყანა ვართ, სამოსნები, სულ რაღაც გვაკლდება.

ყველაფრის თავი და თავი არის ფილ ჯექსონის სინდრომი ანუ ადამიანები, რომლებიც ვერ ხვდებიან ადგნენ და წავიდნენ სახლში, აღარ არიან პროდუკტიულები, ფილისგან განსხვავებით არც არასდროს ყოფილან, ან ცოტა ხნით იყვნენ. ხელს უშლიან ახალგაზდებს, ცუდად არიან, კვდებიან, და მაინც არ მიდიან.

უშუალოდ სფეროებს შევეხოთ. სკოლა – სკოლა არის პირველი საფეხური ქვეყნის განვითარების , და ვინ ასწავლიან ჩვენს სკოლებში: 85 წლის თამრო მასწი ქიმიას(სამ გზის ნაიფაქტარი), 78 წლის ანზორი ფიზიკას (ტროცკისტი),  70 წლის ნანა ქართულს (ნეოკლიმაქსური), 73 წლის დემური მათემატიკას (კალკულატორთმცოდნე). 21 საუკუნეში ეს ხალხი ასწავლის ანდროიდ მარშმალოუს თაობას, რა თქმა უნდა ისინი თავიანთი საგნის ძველ ვერსიას ფლობენ, განახლებას ვერ ახდენენ, და წასვლაც არ უნდათ, ახალგაზდებისთვის გზის დათმობა, ვინც მათ გაშვებაზეა პასუხიმსგებელი “რაფერ აკადრებს ამ ხნის ხალხს”

სფერო ნომერი ორი “უნივერსიტეტი” ლეკტორები გვაკვდებიან ხელში, უნივერსიტეტში ლეკტორები სექტასავით არიან, მოწიწება ასაკთან აქ სკოლაზე მნიშვნელოვანია,-ოო ბატონი მირიანის სული მობრძანდება … როგორ გიკითხოთ?(ვაა ცოცხალი ხართ?). იცოცხლეთ ბატონო მირიან კიდევ ერთი 100 წელი ასწავლეთ ჩვენს სტუდენტებს საბჭოთა პრაკტიკიდან, თქვენზე დგას დღეს ქვეყანა, ყრუა ბატონი მირიანი, მარა რათ უნდა სმენა, პირის აპარატიც გვეყოფა, აპარატი რა გვაგებინებს რა თუ ნაჭამია.

სპორტი- ოო აქ ფილჯექსონები გვყვავს სულ, თქვენ უბრალოდ რა დამსახურების ხალხს არ ნახავთ ქართულ სპორტში, სლავა მეტრეველის თაობა ასწავლის ფეხბურთის თამაშს მესის თაობის ახალგაზდებს, კალათბურთში “ნაირაა” ერთი ახალგაზდებში,  75ს მიუკაკუნებდა ალბათ. ნაირას გაწვრთნილ ბავშვს არათუ დიდი კალათბურთი არ უთამაშია არამედ კაცადაც არ უვარგია ცხოვრებაში. აი წადი რა რო დაბერდი წადი, ფეხბურთელს ვეღარ ცნობ, ვეღარც გუნდს, სტატისტიკას, ახალ ვარჯიშებს წადი რა დაგვანებე თავი. შეეშვი ბავშვებს ათასი კვალიფიციური ახალგაზდაა დაუთმე რა.

ქართული ტელევიზია ფილ ჯექსონების სადნობი ღუმელია. დიმიტრი სხირტლაძეეე, ჯემააალ ბაღაააშვილიიი, ვლაად არამოვიიი….პამპარამპა  პამპა პამპა დც დც დც დც .
დაგვანებეთ ბიჭო თავიი კარქიიი… ეკა ხოფერია… აე ყელშია ინგა გრიგოლიაც ყელშია. ცდილობენ აშკარად ეს ადამიანები და აშკარად არ გამოსდით, დროს ვერ მიყვებიან , სადღაც 2005 წლის ზღურბლზე გაიყინენ, მაია ასათიანიც ვეღარ ხვდება რო თვითონ კი არა პროდუკტიც დაუბერდა. შალვაც ვეღარ ხვდება რო 21 საუკუნის მენჯერი ვეღარ გაიჩითება. რამდენი ესეთი სახე ამოვიდა ყელში, ობოლაძეც აღარ უყურებდა ბოლოს ფეხბურთს.

რეგრესის სამშობლო ვართ რა, ენთუზიასტები ვართ, მარა მერე გვკიდია ყველაფერი, აღარაფრის კეთება გვინდა, დავამუღამეთ რაღაც, მეტი განვითარება აქ გვინდა, წასვლას ვერ ვგრძნობთ, სათითაოდ ყველა სფეროს დაბერება იწვევს, ქვეყნის ისეთ განვითარებას როგორიც ახლაა, ახალგაზდები კაფეებში წვალობენ  უმაღლესი განათლებით, ბებერი იურისტები სიკვდილამდე არ აპირებენ წასვლას.

ფილ ჯექსონის სინდრომი ჭირს ყველაფერს, ჩემი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკარებს, ექიმებს, ეკონომისტებს, სამართალ დამცავი ორგანოების თანამშრომლებს, ფაბრიკა ქარხნების მუშებს. არავის არ უნდა ადგომა და წასვლა. სათითაოდ ამ ბებრების თაობამ დამუკიდებლობის მოპოვების დღიდან კოლეკტიურ საკუთრებას აცალეს აგურები. პირდაპირი და გადატანითიმნიშვნელობით. არ დატოვეს მთელი არაფერი, გაივსეს ჯართით სარდაფები დაყიდეს სახელმწიფო საკუთრებები. გაყიდეს საკუთარი თავები ჭამა სმაზე. დღემდე ხელები აქვთ ჩაყოფილი ყველგან.

განსაკუთრებით პოლიციელებს უყვართ ჩაბერება სტრუქტურებში , მანამდე არ ტოვებენ კაბინეტებს სანამ უკანასკნელ საძაგლობას არ ჩაიდენენ, სანამ ყველას არ დაღუპავენ, სანამ ყველაფერს არ გააოხრებენ და დედას არ უტირებენ ქვეყანას.

პარლამენტში ვინები გვიზიან? ვინმე იცნობს საერთოდ რა პრინციპით ვირჩევთ , ვინაა პატაა ზაქარეიშვილი დაინტერესებულა ვინმე? რა ცოდნას ფლობენ საგარეო საქმეთა მინისტრები. ვინ წყვიტავს ჩვენ ბედს რა ასაკის ხალხი რა გამოცდილების ხალხი?  საშუალოდ რა ასაკის ხალხი იღებს თანამედროვე ტიპის საკითხებზე გადაწყვეტილებებს? წადი რო ვეღარ ქაჩავ დაასვენე რა ერი.

აფსოლიტურად ყველა სფერო საქართველოში სავსეა მოხუცთა თავშესაფრებით, და გვიკვირს რატო ვერ ვვითარდებით. ყველაფერს ცვილის ფერი ადევს, ყოველთვის როცა მსგავს შემთხვევებს ვაწყდები მახსენდება ეს ადამიანი ფილ ჯექსონი , იმიტო რო ეს კაცი რაც” ნბა” არსებობს, არსებობს  თავადაც და არ უნდა წასვლა, არ უნდა რა, აფუჭებს თუ აკეთებს არ უნდა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s