ტეხასური ჟლეტა ბენზოხერხით

leatherface-texas-chainsaw-massacre
დაგ დაგ დაგ…. ამოვქოქე ბენზო ხერხი და გავედი გარეთ.. რა ხდება შემდეგ? ალბათ გავწყვიტავ ნახევარ თბილისს.

ავიღოთ ერთი დღე და მივყვეთ. ჩავიცვით გავიხურეთ კარი.
ჩემი ეზო იტალიურია, მარა იტალიურიცაა და იტალიურიც, ვიწრო და გრძელი ეზოა მარჯვნივ და მარცხნივ სახლებით, ჩემი სახლი სულ ბოლოშია, ჩემი სახლიდან ეზოს კარებამდე 25 მეტრზე მეტია, ანუ რა ხდება, სანამ გარეთ გავალ მიწევს გამრჯობების მოკითხვების მთელი რიგი ეტიკეტის შესრულება. სანამ გახვალ ლაზერით განათებენ შუბლზე ჭორიკანა მეზობლები, რა გაცვია, რომელზე მოხვედი – გახვედი, სად მუშაობ, რამდენს ხარჯავ, ერექციული სტატისტიკა ყველაფერს ფლობენ. ერთი სერვერი ალალია. სანამ გახვალ შეგხვდება მდგმური ბიჭი შენი ასაკის, და გიყურებს ისეთი თვალებით თითქოს შენ ჩახვედი მის ქალაქში მდგუმარად და რაღაც ისე თუ არ იქნება არავისში აგერიოს. ასევე თვალებით გეუბნება რო ჩემ ცელულიტიან 23 წლის ცოლს არ შეხედო ისე გაიარე. დაგ დაგ დაგ. აქ ყრუდ მესმის ბენზოხერხის ხმა, ფრაგმენტები გონებაში დარბიან წინასაფარი მიფარებული მაქვს და შეტევაზე გადავდივარ.

გავედით გავაღწიეთ. თბილისი ცენტრალი უნდა გავიარო სადგურში ჩავიდე, იქვე ჯიხურში პიტნის დიროლს ყიდულობ ათას ას მეათეჯერ იგივე გამყიდველთან. აწვდი 5 ლარიანს -აჰ აპ აპ. მაგის ხურდა არ მექნება. (უ მოგიტყააან ამასხა თავში სისხლმა). გავაგძელეთ გზა ყურსასმენებით და უნდა გავიაროთ თბილისი ცენტრალის გული, საიდანაც შენ 50 ზე მეტი პროვინციული თვალის წყვილი გიმზერს, ამ დროს მგონია სალონის ჟურნალი ვარ და მფურცლავენ დრო გაყავთ მატარებლის მომლოდინეებს. ძაან შევყევი…. უცებ გამოჩნდება დარტანიანი გმირობის მაძებარი თბილისში ახლად მიგრირებული ჯეელი და მთხოვს სიგარეტს, თან ისე გთხოვს რო აქეთ შეიძლება დამნაშავედ იგრძნო თავი რო არ გაქვს. გავიარეთ ჯეელი ეხლა ჩვენ გვიწევს ექსკალატორზე ჩასვლა. და რა ხდება თუ ის გაჩერებულია და შენ ქვევით ჩადიხარ? ქვემოდან ამომსვლელები გიყურებენ თვალებით: ”შე საწყალო გაჩერდა არაა?”  ”შე უბედურო ნახე ჩვენი მუშაობს და შენ ესე გაგიჭირდა არაა?? ნწ ნწ”  სოციალურ უპირატესობას ასხივებენ თვალებით.

ჩავედით ავტობუსების გაჩერებაზე, ჩავაგდეთ რკინის ლარიანი საქართველოს ბანკის აპარატზე მივადეთ სტუდენტური და სადაა ჩვენი ლარიანი? ვიღებთ მეორე ლარიანს და ვრიცხავთ სხვაგან. მერე ვფიქრობთ იმ ლარიანზე რამდენი რამე შეგვეძლო გაგვეკეთებინა ამ ლარიანით, ჩერითი ფიქრებიც კი მაწვება რო ვინმეს დავხმარებოდი. ვფიქრობ რა რა *ლე კაცი ვარ ღირსი ვარ რო ჩამიყლაპა, აქეთ ვადანაშაულებ საკუთარ თავმ, ტიპი კათარზის განვცდი, ამათი დედასაც რო დავეცი რა ცხოვრებაა…

ავედი ავტობუსში მოვიხადე მოქალაქეობრივი ვალი შევიძინე ბილეთი, თავზე დამადგა 50+ ქალბატონი, ეს კასტა ჩემი რჩეულია ცალკე პოსტი მიეძღვნებათ. ცოტა მეღიმება ხოლმე, უცნაურად შეგცქერიან “დამსვი რაა” სახით, დამადგება თავზე და გონია რო დავსვავ სინაგლის შემოქმედს, აეეე *ლეზეც სულ რო არ მეზარებოდეს არ ავდგები. მარა ეს ქალი ესე არ მოისვენებს, ჩანთას მოგადებს თავთან, ან ფანჯარას გაგღებინებს, რომლის გაღებაც ჩემს ფიზიკურ შესაძლებლობებს აღემატება ხშირად,
მოკლედ სანამ მეორე კორპუსამდე ავაღწევ დაგ.. დაგ.. დაგ.. უკვე მოთხოვნა მაქვს ბენზოხერხის, ფრანგმენტები უფრო სწრაფად დარბიან თავში, სისხლები, წინსაფრები.

ავედი ავიარე პირველი კორპუსის  ასასვლელი და ვინ ზის ამ ასასვლელზე? ესაა სექსოდრომი არა ესაა “ფლირტოდრომი”(ნაწარმოები ფუძისგან ფლირტი) აქ ყველაზე მეტი გოგოს გონია თესლი ტიპი თავი და ყველაზე მეტი გეპეიშნიკი ბიჭი ეძებს მეორე მეს. ყველაფერი სოციალურ ასპეკტებშია მოქცეული შეუიარაღებელი თვალით ვერ დაინახავთ. უიიიიი ის ბიჭიც რა გატიპებულა პირველ კურსზე მაგარი ჩაჯმული მასტი რო იყო წითელი ლოყებით. ვფიქრობ და მივაპობ გზას, ვაა ესე მალე შეეტენა სასტავს ?  აი საღოოოლ.

შევაღეთ კარი შევედით ლექციაზე, დავჯექი ჩემს ადგილას , ისე მეც კაი სასაცილო მასტი ვარ პრაფესორნი სახი რო ვზივარ ლექციაზე, პირველი 15 წუთი და ლეკტორი თავის პირადულზე რო გადადის თემიდან ამ სახეს ვტოვებ და ფიქრებით სხვაგან ვარ , თუმცა ჰეფი ენდები არ უწერიათ ლექციებს , შემოვა ჯეელი დარტანიანი 1918 წელს დაარსებულ ცოდნის ტაძარში, მესის მაიკით და კოკაკოლით და მოიქცევა უაღრესად მისებურად. დაგ. დაგ. დაგ.. ამოიქოქა ბენზოხერხეი ახლა უკვე აკაკი შანიძის, დიმიტრი უზნაძის, კორნელი კეელიძის სახელით.

მორჩა ლექცია, ვბრუნდები შინ გავდივართ იგივე გზას ცოტა უფრო დაღლილები არა გამოცდილები  და მივდივართ სად , ყველგან სახლის გარდა ვინმე ისეთთან, სადაც ბენზოხერხს ცოტა ხნით დავასვენებთ. ასეთია ხშირად ჩემი ძმაკაცის სახლი სადაც განიხილება თემები: როდის უნდა გვეშველოს? ვინ მოუტყნა ამ ქვეყანას დედა პირველმა? რომელი პოლიტიკოსი უფრო ჩათლახია? რომელი ფეხბურთელი უფრო უნიჭოა? მსოფლიო ჩემპიონატი რო ჩატარდეს ქაჯობაში საპრიზოს ვინ დაიკავებს ჩვენთან ერთად? ფულით გოგოს გარდა რომელ ცოცხალ არსებას მოხიბლავ? რატო არ ბინადრობს ჩვენთან ქუეკოები? და ასე შემდეგ. მოკლედ ბენზოხერხს ვერც აქ გავექცევი.

Advertisements

2 thoughts on “ტეხასური ჟლეტა ბენზოხერხით

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s