თხილობა გურიაში

13956965_1376513135696119_312920115_n
თუ ბაბუიის “მემკვიდრეობიდან” შემთხვევით “25 ძირი” თხილი გერგო და თუ ძალიან პაკაზუხა თბილისელი *** არ ხარ და ჯიბეში ხურდაც არ გიჩხრიალებს შენ აუცილებლად წახვალ გურიაში და შეუდგები თხილის ხეკვას.

დიახ ბატონო 25 ში ავიღე გუდანაბადი, ჩემი და მიდიოდა მანქანით და გავყევი, ისე მატარებეილი მერჩივნა, ჰობი მაქვს გვერდით მჯდომს გამოველაპარაკო და მთელი გზა კარგად გავერთო.
მოკლედ ჩავედი გურიაში და მეორე დღესვე ჩემი ეკიპირებით ავაწექი თხილში, თან ცოტა კუმისელ რეიკზეც მეფიქრებოდა , თან მითოლოგიაც ჩემდა უნებურად კარგად ვიცი ჭინკები, როკაპები, ავსულები, დალები და ეგეთები მეფიქრებოდა.

“მთლა აფერი ნენა წევიდა გეირონია” ეს ფრაზა დამახვედრეს პირველი, თავიდან გავატარე, ვერ ვიჯერებდი რო თხილმა გადამაგდო,მერე რამის დეპრესიაში ჩავვარდი რო ავედი და ჩემი თვალით ვნახე “მთლა აფერი”. 

რა მექნა დავიწყე ნელ ნელა კრეფა თუ ხეკვა. აქ შევჩერდეთ.

მოკლედ ჩავედი თუ არა ეგრევე დავიწყე არაფრის კეთება, ვიწექი ვკითხულობდი კერუაკის “გზაზეს” დილით ხაჭაპური საღამოს ხაჩაპური, უბანში დომინო და თავისი ბალახ ბულახები, ცოტა ჩემი იუმორიც და ბალახიც რულ. მოკლედ ყველაფერი კარგადაა თხილსდა მიუხედავად.
მაგრამ მეორე დღეს გამოჩნდა მეზობლის მოხუცებული ქალი ( მალაზონი ციცა) და დაიწყო…
ყოველ დილით ზუსტად 11 ისა ნახევარზე, რა დროსაც მე მძინავს და მაქვს უფლება წელიწადში 15 დღე ჩემ გემოზე მეძინოს, ამოდიოდა ეს ქალბატონი და ჭორაობდა , ყოველ დღე ყოველ დილას. რაღაც უნდა მომეფიქრებინა, ჩემ დასაც აწუხებდა როგორც ჩანს. მოვილაპარაკეთ რო დილით გამაღვიძებდა და მე საშინელი ხმით ვაგინებდი რო მყუდროებას მირღვევდა. მოკლედ მეორე დღეს დაგეგმილისამებრ ჩემმა უფროსმა დამ დამიძახა და მე იქიდან საზარელი ხმით ვილანძრებოდი თუ რაოდენ პრიორიტეტულია ძილი ჩემთვის. მერე ჩამოვედი ტრუსიკით გავიარ გამოვიარე ურცხვად სახე მოღუშულმა. სახეზე ცოტა შეცბუნებული იყო “ქალბატონი” მე ვთქვი ვსოოო ეგაა იმუშავა. ჩემი დიშვილიც ცოტა შეშინებული მიყურებდა, მასპინძლებიც დავაფრთხე. მეორე დღეს არ ამოსულა.. კიდევ უფრო ვზეიმობდი გამარჯვებას. მაგრამ… მესამე დღეს და შემდეგ ….

ეს კიდევ არაფერია თხილზე გავჩერდით და მარტო ტყეში შიშებზე, საერთოდ გადამავიწყდა ყველა მისტერია. ავედი ვხეკ ვხეკ  უცებ დამაცემინა  და ძაღლის ყეფამაც არ დააყოვნა. “ო მაი გოდ” გურულად ალბათ ასე ჯღერს “ოიიიი დაღუპოს” ან “ვაი სულო ვაიიი”.
მოკლედ დამერხა სერიოზულად ეს ძაღლი ღობის იქიდან თუ ყეფს -დავიწყე ფიქრი,
ესეიგი ჯერ ღობეს უნდა გაადახტეს მარა მე აქედან სად წავალ სირბილით ??? მოკლედ ძალიან დიდი საფრთხე მემუქრება სანამ დავიყვირებ და ვინმე მოვა ეგეც ტყუილი თემაა. ვფიქრობ გულში თამაზ შენი წუწუკი კარგიც მოვტ… რა გინდოდა რას იგიჟებდი თავს. მერე მოვიფიქრე ზევით ფერდობზე ავალ და თუ რამე იქნებ კბენას გადავრჩე შევაშინებ ზემოდან თქო. ძაღლი არსად ჩანს მარა მიყეფს. გავჩუმდი ჩუმად დავიწყე კრეფა ჩაჩუმდა. ძლივს ძლივს ჩმოვედი სახლში.

და აბა გამოიცანით ვისი ძაღლი იყო? იმ ქალიიიიიიის იმ დასაღუპავის როგორც თვითონ იტყვიან.
მოკლედ ძაღლს და პატრონს რეიკში ვყავდი. კუმისის დედაც. ყოველ დღე შიშით დავდიოდა ჩემს კუთვნილ თხილებში. და ვაქანებდი. )თხილის ძირებს ვაქანებდი რო ძირს ჩამოყრილიყო) ამ სიტყვაზე დირთი მაინდები თავიდან მე მქონდა მერე მეგობრებს რო ვწერდი ისინიც იცინოდნენ. მარა რას ვიზავთ ვაქანებთ და ვართ როცა უმუშევრები ვართ. ბოლოს რაღაცა 50 კილოს მოვუყარე თავი 250 ლარი ჩავიდე ჩემი შარვლის გახეულ ჯიბეში და წამოვედი თბილისში ძალიან სოციალური სამარშუტო ტაქსით. მაგაზე მერე.

Advertisements

3 thoughts on “თხილობა გურიაში

      1. პირადად მე ბებია მყავს ,,მწარე” გურული ოზურგეთიდან და ახლაც კარგად მახსოვს იქაური არდადეგები 🙂 თან სულ გახსოვს და არასდროს გავიწყდება 🙂

        Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s