ფლეშკიანი “მარშუტკა”

94_big
ვსო დავიღალე თქო, ავდექი ჩავალაგე დილით ბიძაჩემს ვთხოვე სადგურამდე ამიყვანე თქო (ოზურგეთის სადგურამდე). ვა ბანკზე რო მივდიოდი თავიდანვე ვიცოდი მარა ეგრეე??
ოზურგეთი მაგარი ქალაქია თუ საერთოდ შეესაბამება ამ სიტყვას, მარკეტინგს და მერჩემდაიზინგს არაფერი ესაქმება აქ. ყველაფერი ისეა: გავყიდე ვიყიდე ვჭამე დავიძინე. ცოტა ვიბოდიალე მერე მივაგენი სამარშუტო ტაქსს მეტად რომ კომფორტაბელურს , მძღოლმა მოკლე პრეტენზია ჩამიტარა თავის სპრინტერზე. კონმდიციონერები და ამბებიო.. გულში ვფიქრობდი WiFi და ბოზებიც???
ახალგაზდა ბიჭი იყო თუ რაც ქვია 35 რო აცდებიან კაცობას რო იწყებენ ეგ იყო,
-ახალგაზდააა ალბათ იფრენს მალე ჩამიყვანს მეთქი დავაიმედე თავი, სულ ტყუილად… მერე ადგილი მომინახა ჩაწერით ყავდა ხალხი, საქმეში იყო ტიპი ოზურგეთი ეძახე. პირველი მე ვიყავი და აბა რა ხალხი მოვა თქო იქვე მოვეწყვე ჩავსაფრდი, მე შენ გეტყვი სადმე გაიხედავ რამეს შეავლებ თვალს.

პირველები და ძმანი იყვნენ, ორივეს გურულების ანთროპოლოგიური ტიპის დამახასიათებელი ნიშნები ქონდათ, თუ არ შეგიმჩევიათ გეტყვით, გურულები მოგრძო ყბით, ცხვირის პატარა და წაწვეტებული ხშირად კეხიანი ფორმით გამოირჩევიან. ძმას მხრებში თავი ჩავარდნოდა შავი მაისური და უფორმოდ დიდ კუნთებში იყო გაჭედილი, მზერა ამაყი, რაც ასევე ტიპური გურული კაცის ნიშანია. დას გვერდიდან არ იცილებდა, მძღოლმა უკან მოუნახა ადგილი.

მეორე იყო გურული ასე 30 წლამდე უფორმო გოგო თუ ქალი, სერიოზული ჩანდა თავიდან, კუთხურად მიუქც-მოუქცია ორი თავისნაირი დაიმატა ერთი გამხდარი მაღალი იყო დიდი ნაზუქები, ლობიანები რაღაცეები დაათრია. მეორე ჩასუქებული პატარა, რაღაც გროტის პერიოდის კაბა ეცვა.

მერე ავედი ფანჯრიდან ვიყურებოდი ძალიან ლამაზმა და ბუნებრივმა გოგომ თვალი თვალში გამიყარა და გამიარა მერე კიდევ მიყურებდა, შეიძლება ოზურგეთის ფონზე მომეჩვენა ძალიან ლამაზი. ცოტა გავოგნდი წვერ გაუპრსავი და ყველაზე არაპოზიტიური სახე ალბათ მე მქონდა დედამიწაზე. რატო მიყურებდა დავიძაბე… თურმეე ჩემს წინ არ ზის.. ალბათ გვერდით მჯდომს ათვალიერებდა. იმედია ესე არ იყო რა თქმა უნდა..

ოზურგეთელი მერლინის გვერდით ბებო იჯდა… ბებო რომელმაც გზაში რძე გაჩითა და ისეთი სუნი დააყენა რძის პროდუქტები და თეთრ ფერი ამოვიღე ცხოვრებიდან.

მერე იყო დღის მოვლენა დედა და 18 წლის გოგო,  რომლებსაც არც მეტი არც ნაკლები საპატიო წინა ადგილები შეხვდათ. თქვენ ალბათ არ დაკვირვებულხართ რამხელა ექსტაზს განიცდიან ეს ხალხი. რაღაც პრივილეგიას გრძნობენ, პასიხმგებლობას აი შტურმანებიც არ არიან ეგეთ ცენტრში. დედა შვილიც მაგარი აკტიურები იყვნენ, გამოელაპარაკნენ ყველას საუბრობდნენ ხმამღლა მძღოლთან vip პერსონაბას აფიშირებდნენ. შოუ დადგეს უბედნიერესი სახეებით.

მერე ამოვიდა ერთი ბიჭი ჩიკაგო ბულსის ჩანთით, ოღონდ ამ ჩიკაგოსი კი არა 90 ების დენის როდმანების და ჯორდანების. აი საღოლ… ტიპმა ბავშვობა გამიცოცხლა.

მერე წვრილ შვილიან ჩვეულებრივი კასტა მოყვა, ერთი 40 წლის ცოლისგან ან უცოლობისგან დაღლილი კაციც გამოერია მსოფლიო სევდით სახეზე.

მერე ძალიან აქტიური სიცოცხლით სავსე გურული ბიჭიც გამოერია, აი ეგ იყო ნამდვილი ბომბი, ამ მულტისოციალურ სამარშუტო ტაქსში. მოხუცი ქალი ჩემს გვერდით შავებში. სულ ეგ იყო.

დაიძრა… აქტიურმა გურულმა ბიჭმაა ეგრევე ფლეშკა უერთდება ძამიაოო… ოპააა… მე მახსოვდა ტიპები კასეტებით რო მოძრაობდნენ და მანიკურებით ახვევდენ და მძღოლს აწვდიდნენ. თურმე დააფდეითებულან.. ფლეშკაას არ მოველოდი.. გაოცებული ვიყავი.. და რა უნდა ყოფილიყო ფლეშკაზე? პაპსა რასაც ჩვენ სხვის ფლეილისთს ვეძახით. ფლეშკამ არ გაასწორა მარა ღირსეულად ვიტანდი. ცოტა ხანში გურული გოგოები გააქტიურდნენ.. აი სად დამერხა ვიგრძენი, თავს უკნიდან საშინელი ტიტყინის ტორნადო დამატყდა მთელი გზა ცანცარებდნენ. უკან ძიშოვი ქეიფი მოცხეს, პლიუს ბებოს რძის სუნი. მოკლედ ჯოჯოხეთში ვარ. მარა თავს ვიმშვიდებ წინ მერლინი მიზის  და ათაში ერთხელ გამომხედავს.. მეც გავეხედავდი…

მძღოლი ახალგაზდა ბებერი გამოდგა იმედია ცოლი არ ყავს ან ვერც მოიყვანს. მსგავსი ტემპერამენტის მქონე ადამიანი საცოდაობაა უკანასკნელი ქალისთვისაც. ტიპმა 6 საათი და 30 წუთი  მოანდომა გზას რომელსაც 3 საათნახევარში ვფარავ მანქანით.

აღარშემძლო ტიტყინების და ქაჯების გაძლება არც ჩიკაგოს ჩანთიანი ბიჭის შეწუხებული სახის ყურება რომელიც შუაში ყავდათ სვავებივით მოქცეული.

უღელტეხილის შემდეგ სადღაც ყველაზე ცუდ ადგილას გააჩერა თავისი ურემი ბიჭკაცა მძღოლმა.
გადავედი ვიცანი წყეული რესტორანსასდილი, იქვე დავჯექი ჭამა გამოვრიცხე.. არც არავინ შესულა. მარა პრინცესა მადიანი აღმოჩნდა ჩამიარა შეაჭრა სასადილოში თუ რაცაა.. აი საღოლ…….. ნეტა რას ჭამს ხაჭაპურს თუ ოსტრის ვფიქრობდი და მეღიმებოდა.. გვერდით ჩიკაგოს ჩანთიანი მომიჯდა თბილისელი ხარო? კი თქო, რა უბნელი ხარო? ნახალოვკელი ვუპასუხე, მეზობლები ვყოფილვართო, საით ცხოვრობ ვკითხე, სანზონაშიო  -აი საღოოლ მეზობლობაც ეგეთი უნდა.
მერე გამიმხილა რო უკან მაგარი *ლე ქალები ზიანო.. ხოო ძაან მეცოდები მეთქი, კაი ტიპი აღმოჩნდა მაინც. ჩემმა პრინცესამ გაიხეთქა მუცელი და უცებ ყველა რომანტიული ფიქრი მომცილდა . ყველაზე არასექსუალური რიკოთზე რო ქალი ჭამს ალბათ ეგაა არ ვიცი უარესიც შეიძლება.მინი იმპოტენცია მივიღე რომანტიკაში. სირზეეც… ავედი გავიკეთე ყურსასმენები. რაც შეიძლება მალე მინდოდა სახლში მისვლა.

რკინიგზის სადგურზე შევიდა ბოლოს დავრჩით მე, პრინცესა, ქაჯი გოგოქალები და სანზონელი ჩიკაგო ბულსის ჩანთით. ქაჯქალები უტევდნენ… ჰორმონებს ვეღარ იტევდა სპრინტერი.. აშკარად სექსუალურ რევოლოციას ქონდა ადგილი, შიგადაშიგ ვერკვეოდი ამბებში, სანზონელს ეჩალიჩებოდნენ. ჩემი პრინცესა ოზურგეთიდან, ჩუმად იჯდა უემოციოდ მარტო რადიკალურ პახაობებზე შფოთავდა. ზრდილი გოგო იყო აშკარად. მე ფანჯარში ვიყურებოდი თან მიტყდებოდა უკვე წერეთელზე ვიყავით, არ იფიქროს პრინცესამ რო დავეხოსტე თქო, არადა რა ვქნა რო ნახალოვკაში ვცხოვრობ და სადგურიდან ჩემს სახლამდე 100 მეტრიც არაა. გაჩერდა თუ არა სწრაფად ჩამოვხტი და  სახლში დავაწექი, პრინცესასთვის სახელის კითხვის მუღამიც არ მქონდა. გამძღარმა პრინცესამ რომანტიკა ჩაკლა ჩემ სულში, “ფლეშკიანმა” გურლმა კიდე მომავლის იმედი.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s