სკოლიდან უნივერსიტეტში

101373619
სკოლა და უნივერსიტეტი ერთმანეზე ჯანმრთელად გადბმული ცხოვრების საფეხურია, თუმცა არც ისეთი ჯანმრთელი როგორც ერთი შეხედვით ჩანს. აბიტურიენტობისას ყველას ისეთი წარმოუდგენია როგორსაც მშობლები უხატავენ, ძირითადად დედა ან ბებია, “კაია შვილო სტუდენტობა” კაია ყველაზე სტანდარტული შეფასებაა, უფრო ცუდ შემთხვევაში შეიძლება ოცნებებში ფეხი წამოკრა რამეს. ძალიან მემარცხენე რო არ წარმოგესახოთ, ვადასტურებ რომ გარკვეული ნაწილისთვის მართლაც შესანიშნავი წლებია.

სკოლიდან  უნივერსიტეტამდე ერთი პატარა ხიდია, სინდისის ხიდი დავარქვათ პირობითად.
სკოლა ის ადგილია სადაც ადამიანები საკუთარ თავს ბოლომდე გვანახებენ ეს პოსტი ცოტა ადრე რომ დამეწერა, მაგალითად პირველ კურსზე უფრო კარგად ჩამოვაყალიბებდი სათქმელს. სკოლა არის ადგილი, სადაც ყველამ ყველას ნამდვილი სახე იცის, განსაკუთრებით დამამთავრებელ ასაკში, 12 წელი ამისთვის სრულიად საკმარისი დროა თუმცა არა 4. კონკრეტულად სათქმელზე რომ გადავიდე ალბათ თქვენს ირგვლივაც შეიცვალა ის ხალხი რომლებსაც სკოლის მერხზე იცნობდით.
ნამდვილად ასეა, და ვიღაც იფიქრებს რომ სწორედაც უნივერსიტეტში უნდა გაიზარდოს ადამიანიო, თუმცა გაზრდას განვითარებას პიროვნებად ჩამოყალიბებასასა და რადიკალურად საკუთარ მეს შეცვლას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა.

უნივერსიტეტში ისე როგორც არსად ყველა თამაშობს, სულ ყველა არა მაგრამ ძალიან დიდი უმრავლესობა. მახსოვს პასუხები რომ დაიდო მეგობრებიდან ერთ ერთმა თქვა მკიდია არაფერს არ ვყიდულობ ახალსო, ლოგიკურად გაჩნდა კითხვა რატომ? მეგობარმა გვიპასუხა რომ უცხო ხალხისთვის ისედაც უცხოდ გვეცმევოდა. ძნელია არ დაეთანხმო, თუმცა ტანსაცმელს სახეებიც გავაყოლეთ. დღეს იმ ადამიანებიდან ვისაც სკოლაში შევიცნობდი სულ სხვა მხრიდან ვუყურებ. უნივერსიტეტში ზოგი საყვარელი გოგო გახდა, ზოგი სერიოზული, ზოგი თამამი, ზოგი იმ ილუზიაში დაიკარგა რომ სხვაზე მეტი შეიმეცნა, ეს უკანსკნელი მათ თვითკმაყოფილ სახეზე შეიძლება წაიკითხოთ. მოკლედ ასეთებად დაეხატნენ უცხო ხალხს ადგნენ და შეიცვალნენ. კიდევ ერთხელ შეგიძლიათ გამაკრიტიკოთ რა არის ამაში უცნაურიო, თუმცა მე მგონია როდესაც ყველა იცვლება ასე რადიკალურად ბუნებრივი არ არის რადგან რჩებიან ისეთები რომლებიც იგევეეები არიან.

ახლა წარმოიდგინეთ რომ ასე ყველა ახალი სახით ხვდება ერთმანეთს უნივერსიტეტში. ახალი სახით და ძველი ტანსაცმლით. ეს უკვე რაღაც გლობალურია.

გამოვყოფ ისეთებს, რომლებიც სკოლაში არ საუბრობდნენ, ინიციატორები და ლიდერები არ იყვნენ უნივერსიტეტში ლიდერები გახდნენ და აღნიშნავენ მთელი სიამაყით როგორ: “აყლევებენ ჩამოსულებს”. ჩემი აზრი ასეთ ხალხზე ერთია ყოველთვის სათქმელი, თუ ერთხელ დაიბადე სუსტი სუსტადვე კვდები (იცვლება მხოლოდ გარემოებები სისუტისგამოვლენისთვის ყოველთვის დადგება მომენტი) ყოველთვის გაგასწრებენ ძლიერები, ცხოვრება და ამერიკული ფილმები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, ჯობია გულწრფელი დარჩე ცხოვრებისპირისპირ ვიდრე საწინააღმდეგოდ იცურო. სუბიექტური ვარ აქ ნამდვილად გაქვთ უფლება შემეწინააღმდეგოთ.

ობიექტური კი იქნება თუ ვიტყვი რომ უნივერსიტეტში ადამიანები ერთმანეთს იშვიათად ინარჩუნებენ, ან თუ ინარჩუნებენ ურთიერთობა კომპიუტერული სიტემის ალგორითმს ემსგავსება.  მაგალითისთვის არსებობს სკოლის ან ბავშვობის “ძმაკაცი” ასეთი სულ 3 მყავს რომელთანაც შემიძლია მყივან ბუებზეც ვისაუბრო , მესის შორტებზეც და ფეკალურ აპოკალიფსზე თან ისე გულიანად ვერ წარმოიდგენთ. ბავშვობის ან მერხის ძმაკაცებთან ტაბუირებული თემები თითქმის არ არსებობს. ახლა ავიღოთ უნივერსიტეტის “ძმაკაცი” ჩვენ მათთან მექალთანეები, ინტელექტუალები, საქმიანები, და “კაი ტიპები” უნდა ვიყოთ. სინამდვილეში სახლამდე მისვლამდე ყველა კუნთი დაძაბული გვაქვს ვაიდა მყივან ბუებზე რამე არ წამოგვცდეს ე მანდ არ დაიმსხვრეს “ხატი კაიტიპისა” თუმცა რა არის ხომ ამაში “გასატეხი”? .

გასატეხი ერთადერთი ის არის რომ ადამიანი გარდა სოციალური სტატუსის, ტიპობის და ნიღბების გარდა “ჯიგრიანი” არსებაა და მის ყველა ქმედებას ალტრუიზმი ეგოიზმი და ზოგადად ზმები არ წარმართავს. იმის თქმა მინდა როცა იცვლები და ტოვებ ძველ სოციუმს ეს არაა ცუდი ცუდია როცა მოისაქმებ ამ სოციუმთან და ისე მიდიხარ უნივერსიტეტში ახალი თავის საძებნელად, თავი ერთხელ გეძლევა და იგევე რჩება. ცაგარელის ქარდმა უკეთესად თქვა ყველაფერი.

“კაია სტუდნეტობა” თუ ამ ყველაფერს ვერ აანალიზებ.

Advertisements

5 thoughts on “სკოლიდან უნივერსიტეტში

  1. მთლად ასე ცუდადაც არაა საქმე. უბრალოდ ცდები იქ რომ 12 წლიან ურთიერთობაში სახეგამოვლენილებად მიგაჩნია ადამიანები და სწორედ იქ ხვდები წინააღმდეგობაში როცა სტუდენტობაში უკვე გარდასახულ მეგობრებსა თუ კლასელებს ხვდები. ეს სახეგარდასახვის უნარი გვეპარება ხოლმე ადამიანებს ამ 12 წლის განმავლობაში.

    Like

  2. მესმის, მაგრამ ვერ გეთანხმები. სკოლაში ყველაზე ჩუმი, წყნარი და “უადგილო” ადამიანი ვიყავი. ვერაფრით მოვერგე ამ ზიზილპიპილო კლასელებს, მათ მშობლებს და რაც მთავარია წარბებდაპრეხილ ძალიან შეფერუმარირებულ მასწავლებლებს. “სუსტს” რომ ეძახი, ალბათ იმათ მიმაკუთვნებდნენ, თუმცა არასწორი იქნებოდა ეს შეფასება ჩემს მიმართ. მე უბრალოდ ვდუმდი, არ ვიცოდი, როგორ უნდა ვყოფილიყავი ძლიერი. ნამდვილი მეგობრები და პირველ რიგში საკუთარი თავი უნივერსიტეტში ვიპოვნე. კი მართალია, გარემოება შეიცვალა და მაგან მომცა საშუალება ყველაფრის შეცვლის, ამაში გეთანხმები, მაგრამ გარემოებებია, რომ გვიქმნის პირობებს, ან გვართმევს შესაძლებლობებს. ერთ ადგილას თუ განვითარდები, მეორეგან დაიკარგები. ცუდი არაფერია ამაში :)))) დიახ, საუკეთესო მეგობრები მანდ ვიპოვნე ისეთები “ტრუსიკისას” რომ ეძახიან. ალბათ გამიმართლა, მთელი კურსი ძალიან უბრალო იყო, ზედმეტობების გარეშე. ბედნიერი ოთხი წელი მქონდა. სუსტებიდან ძლიერებში არ გადავსულვარ, უბრალოდ გავაცნობიერე, რომ ჩემი ე.წ. “სისუსტე” იყო ჩემი სიძლიერე. ხალხის კითხვა ვისწავლე. 🙂 მათი გაფილტვრა, ჩემნაირების მოძიება და მათთან “ყიალი”. მივხვდი, რომ ყველასთვის კი არ ვარსებობ, მხოლდო საკუთარი თავისათვის, და შესაბამისად არც სახის კუნთები მეჭიმებოდა სახლში მოსვლამდე, იმის ფიქრიში – აბა ვის მოვეწონები, ვისთვის გავლამაზდე, ვის არ უნდა ჩამოუვადებოდე. არიან ისეთებიც, როგორებიც “სუბიექტურად” აღწერე, თუმცა უმეტესობა რადიკალურად იმიტომ იცვლება, რომ საკუთარ ხმას პოულობს რაღაცა ფორმით, საკუთარ მეს. ხვდება, რომ სკოლის გარდა არსებობს სხვა სამყაროც, უნივერსიტეტი, რომელიც “ხიდია” ბავშვობასა და მოზრდილობას შორის.

    Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s