ლიტერატურული დღე

14542397_1537386102953945_2514228213621434082_o
დღეს დილით მოვრჩი ბეგბედერის “მიშველე! ბოდიშის” კითხვას.
ოქტავის მესმის თქო, რომ გითხრათ და მერე გავშალო ახსნა განმარტების ჩემებური, ჩახვეული სტრიქონები არანაირი სურვილი არ მაქვს. ამიტომ სათქმელზე გადავალ, ერთ-ერთ ეპიზოდში პუშკინი მოიხსენია “ვაი მწერლად”, სადღაც “ევგენი ონეგინიც” ახსენა თუმცა არ მახსოვს ეგ ადგილი. მაგრამ კითხვისას, როდესაც  ვეცნობოდი რუსეთის სუიციდის მომგვრელ კულტურას, სულ უფრო მიჩნდებოდა სურვილი წამეკითხა პუშკინი და თავად დავრწმუნებულიყავი მის “ვაიობაში”

ასეც მოვიქეცი სემინარი სამ საათზე მეწყებოდა მანამდე საკმარისი დრო მქონდა, შევიარე ადგილობრივ ბიბიოლთეკაში ნაძალადევის რაიონისად რომაა რეგისტრირებული, ესე ირონიულად იმიტომ, რომ მოდით დავნანძლავდეთ ვერავინ ვერ მიაგნებთ თუ გენეტიკურად არ იცით მისი არსებობის შესახებ, ორი თაობა მინიმუმ ნაძალადევში არ ცხოვროვბთ, ერთხელ ვიღაცამ ხელმოკიდებულმა არ მიგიყვანათ ან მერიის რეაბილიტაციის სამსახურში არ მუშაობთ, ეს უკანასკნელი ალბათ ყველაზე ხშირი სტუმრები იქნებიან.

ბიბლიოთეკის კარის შეღებისას თქვენ უკვე გაგიმართლებთ იმიტომ რომ “შეაღეთ” და არა “ხელში შეგრჩათ”. შემდეგ თქვენ აუცილებლად მოგშივდებათ იმიტომ რო იქ აუცილებლად ვიღაც ჭამს ჯიგრულად ზემოთ მოხსენიებული საოცნებო რუსული კულტურის ნაყოფიდან: “ემალიონის ჯამიდან” (ალბათ ემალის). შემდეგ თქვენ უკვე პირისპირ დგახართ ქალბატონი ბიბლიოთეკარის წინაშე რომელიც არც მეტი არც ნაკლები ბიბლიოთეკის ხნისაა.

-“ევგენი ონეგინი მინდა ალექსანდრე პუშკინის”
(ჰაააჰ, კაი კაცოო??  ოეეე!!!  აეე ვსიუუ, წადიიი… მოკვდიი , კაიიი? ოკ! ეხლავე დაიცა ვუაჰაჰჰაჰააააა…. რაღაც ესეთი სიჩუმე ჩამოწვა)
სწრაფად ვთქვი ეს ფრაზა იქნებადა სწრაფად მომცეს და გამიშვას თქო.
შენც არ მომიკვდე რეაქცია ასეთი ქონდაა.
-თქვენ ჩვენი ბიბლიოთეკის მკითხველი ბრძანდებით? ანკეტა გაქვთ გახსნილი?
-დიახ ეხლახანს გავიტანე წიგნი
-გვარი?
-კიკვაძე თამაზი
შემდეგ ძებნას მოანდომა 15 წუთი, დამდო ბრალი იმაში რომ წიგნი არ დავაბრუნე.
-აჰჰ უიიჰ დედიიი… 497 ყოფილხართ 479 რამ წამაკითხა. დავბერდიი..ჰი.. ჰი..
-გავუღიმე (არა რა დაბერდით კაცო ცეცხლი ხართ ცეცხლი ქვეცნობიერმა წაისარკაზმა)
მოკლედ მერე ვიღაც ქალმა მკითხა რა სპეციალობის ხართო ეთნოლოგი თქო, რა კარგი პროფესიაოო და ფანჯარაში გაიხედა, რა რომანტიული იყო უნდა გენახათ ესენტუკებში წავიდა ეგრევე.
გამოვართვი “ევგენი ონეგინი” მანამდე მკითხა რო მკვიდრი ხარო? სახლის ტელეფონი, მობილურის ტელეფონი ერთად წავიკითხეთ, ჩემი სიმელოტის ამბებზეც ერთად ვიდარდეთ, რაც მართალია, მართალია პოლიტიკაზე ხმა არ ამოგვიღია.

გამოვედი დავადექი უნივერსიტეტის გზას რომელშიც კაი გვარიანად დამაგვიანდა, მე 19 საუკუნის ამერიკულ ლიტერატურას გავდივარ (ევროპული ხო,,,). ლექციებს ბიბლიოთეკის არა და უფრო უნივერსიტეტის ხნის ქალბატონი გვიკითხავს, თუმცა რა დაეწუნება გადასარევად ართმევს თავს მოვალეობას. ლექციაზე დაგვიანებული შესვლა ჩემთვის ნიშნავს უკან დაჯდომას, რადგან სკამებში დამკის თამაში ნიშნავს მილიონ თვალს შენზე. აი მაგ დროს სრულ კლოუნად შეგიძლია იგრძნო თავი, არადა ისეთს რამეს კი არ აკეთებ რო დაჯდე წინ რამდენიმე ადამიანი უნდა შეწუხდეს სულ და რამდენიმე სკამი გარახუნდეს. თუმცა მირჩევნია ამ ხმაურის გამოწვევას წყნარად უკან ჯდომასხდომა.

პუშკინის წიგნი რა თქმა უნდა ამოყირავებული დავდე, სათაურით მაგიდისკენ, ეს იმიტომ რომ აიცილო ზედმეტი თვალი, თან ცოტა უხერხულია ერთი საუკუნის მწერლები, მოწინააღმდეგე ქვეყნების ავტორების შეპირისპირება. რუსული ლიტერატურის სემინარზე რომ ჯეკ ლონდონით შეხვიდე ეგეთი უსინდისობაა.

3 საათი ვისმინე (ინტერესიანი და ჭკვიანი თვალები არ უნდა მოწყვიტო ლექტორს თუ გინდა ქულები სემესტრის ბოლოს) ამერიკული ლიტერატურა იმ იმედით რომ სახლში მისული ჩემს ნატანჯ ევგენის გავიცნობდი (რაღაც ჯაშუშურიც იყო ამ ყველაფერში)
მოვედი,
მარა ფეეეჰ…. დავღლილვარ…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s