გოგონა გმირი 

როგორი სახელიც ჰქონდა ისეთევი უცნაური და საინტერესო იყო ქალბატონი გოგონა. დიახ მას ასე ერქვა, მამას დაურქმევია მიშა პაპას, კინო იყო ჩამოსული და იქ მოწონებია. გოგონა ბებოს ისტორიაც ფილმს გავს, უცნაურ დრამას, რომელიც პირველი წუთებიდან ტრაგიკუდალად იწყება.

1932 წლის 2 მიასს დაიბა, ეამაყებოდა დაბადების დღე, აღდგომას დამეთხვა ერთხელ და პაპამ წითელი ლენტები შეაბა ცხენებსო. დედმამიშვილებში შუათანა იყო უფროსი ძმა ბიჭიკო და უმცროსი გურამის შორის.მამა მძღოლი იყო რაიკომის მოადგილის. საგრეჯოში სახლობდნენ, აქედან დავიწყოთ სიტყვა რომ არ გამეწელოს. 

ომი რომ იყო სულ სიბნელეში ვიყავით მამა და ოთხი ბიძა იქ იყვნენო, პაპა იძახდა 6 ვაჟკაცი გავუშვი ომშიო, მე 6 ცხენს მიათვლიდაო. შუქის და ფოსტალიონის ყველაზე მეტად გვეშინოდაო ბევრჯერ უთქვამს. ბიძები ომში დაეღუპა მხოლოდ მამა დაბრუნდა ოჯახში, თუმცა ასეთ დაბრუნებს… რამდენიმე ხანში გოგონა ბებოს უმცროსი ძმა გურამი 14 წლის ასაკში დაიღუპა, გაცივდა და ვერაფერი ვერ ვუშველეთო. გურამის საფლავის ქვის სურათს ყოველთვის დაჟინებით შევყურებდი 14 წლის ბიჭის სახეზე თითქოს მთელი იმ წლების დარდი და ნაღველია აღბეჭდილი. 

ბებოს ცხოვრება გრძელდება სკოლაში, ცეკვა მიყვარდა და ცელქი ბავშვი ვიყავიო, პირველ საჯაროში ცეცხლის გაჩენაც მოვახერხეო. ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარა გოგონამ ბებომ, გულით კი ფილოლოგობა მინდოდაო. 19 წლისამ გაიცნო ბაბუა, ჯარში რომ წავიდა დანა უჩუქებია. დანა რომელიც 35 წელი ედო ლეიბის ქვეშ, მთელი ის დრო რაც ბაბუამ დატოვა ამ ქვეყანაზე მარტო 11 წლის დედაჩემით ხელში. მანამდე კი მისი მეორე ძმა გარდაიცვალა 30 წლის ასაკში. რომელსაც 4 შვილი დარჩა.

ვაჭრობის სამინისტროში მუშაობდა გოგონა ბებო, ორმოცწლიანი სტაჟით თავს იწონებდა ყოველთვის, მარტო ზრდიდა დედას თუმცა რაღაც ძალით მოახერხა და ყველას მფარველი გახდა. ამ ადამიანში რა ძალა იყო ენით ვერ აღვწერ. სრულიად მარტო დარჩენილმა ქალმა შავებში, მოახერხა და როგორც თვითონ იტყოდა სიმწრით გაზარდა თავისი ლიკა.

უნდა გაგათხოვო თქო ვიხუმრე პატარა ვიყავი. ეგ მეორედ აღარ თქვაო, ჩემიგათხოვება ის იქნება რომ მოვკვდები და ჩემს ვაჟას ვნახავო. მის მემანქანის ფორმას ყოველ ზაფხულს ანიავებდა, ხელუხლებლად კოსტუმის შიგნით პერანგი, საფულე და პირადი ნივთები იდო. მისი გარდაცვალების და დაბადების დღეზე კონიაკს გადმოიღებდა ბაბუს მადღეგრძელებინებდა, მერე ამბებს მოვყვებოდით რა გვენაღვლებოდა. ძმების და ქმრის შემდეგ მამის და დედის დაღუპვა ტრაგედიად არც დაუსახავს არასდროს თუმცა მაინც ყველას განიცდიდა. ბებოს კარგად მივიწყებული ქონდა ეს იარები თუმცა არ ეწერა ამ ქალს ფერადი ტანსაცმელი. 19 წლის ძმის შვილის შვილი ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. 19 წლის გურამი ბაბუის მოსახელე ჩემი უფროსი მეგობარი რომელზეც ბებოს მზე და მთვარე ამოსდიოდა. გოგონა ბებო ამ ამბის შემდეგ ერთი ასად ჩაქრა. ნელ ნელა ბებოს ყველა ეცლებოდა სულ ბოლოს შემომჩივლა 34 ნი ვიყავით ბიძაშვილ მამიდაშვილები ( ყველას სახელი იცოდა) და მეღა დავრჩიო. 

თუმცა გოგონა ბებოს ვყავდით ჩვენ ცოცხლები, მე და ჩემი დები, არ ვიცი რა როგორ მაგრამ ეს ადამიანი არ გაჩერებულა, არ მახსოვს რამეზე გული დაეწყვიტა. მამაც იყო ჩვენი დედაც მეგობარიც. ბებო ზრდიდა ობოლ ძმის შვილებს, ათხოვებდა ზრუნავდა ამზითვებდა. ის ესწრებოდა ყველას დაბადებას, ყველას ავადმყოფობას. ყველას კითხულობდა. უგზავნიდა საჩუქრებს. დავყავდით ეკლესიაში, სხვადახვა აკტივობებზე. 75 წლის იყო მაინც მუშაობდა, სათვალე არ გაუკეთებია, ჩვენი სახლი ბიბლიოთეკას გავდა, ქართულ მწერლობაზე და თეატრზე შეყვარებული იყო. გოგონა ჩემთვის იყო არის და იქნება მეგობარი უსასრულო დროშიც. მას არ დაუკარგავს გონება სიკვდილის ბოლო დღემდე, როდესაც ჩვენ ვუყურთ სანამ დაიღუპებოდა თეთრ ბაირაღებს ერთად, და მახსოვს ჩვენ ორივე რამაზ ჩხიკვაძეზე აღფრთოვანებას ვერ ვმალავდით, მშურდა რომ უამრავი ლექსი იცოდა და მე სიბერეში ალბათ არაფერი მემახსოვრებოდა. მეამაყებოდა რომ ყოველთვის ადეკვატურად წვდებოდა ყველაფერს, მას მე ვეამყებოდე ტელევიზორში რომ მხედავადა მწვაენე თვალებით უზარმაზარ სიყვარულს აფრქვევდა. ესეთი იყო ბებო,გოგონა, ქალი რომელმაც 75 წლის ასაკში ჩემს დებს უნივერსიტეტი  დაამთავრებინა და ყველას ვინც უყვარდა თავი დაამახსოვრა ისე როგორც მოულოდნელმა სიკეთემ.

ღმერთის უმადური არასდროს ყოფილა, არც თავი დაუხრია ცხოვრებისთვის. ერთადერთი რასაც ჩემგან მოითხოვდა პატიოსნება იყო, ექიმი გამოდიო არ უთქვამს არც რაიმე პროფესია შეურჩევია სცენაზე უნდა ვმდგარიყავი და ასეც იყო სანამ ცოცხალი იყო. მისგან ვისწავლე ცხოვრება, ადამიანების სიყვარული და დაფასება. მინდა ისე მიყვარდეს ვინმე როგორც მას უყვარდა ბაბუა, როგორც ის ეფერებოდა 60 წლის წინ ბაბუას ნაჩუქარ დანას. 

არ ვიცი თუ გამაოცებს კიდევ ადამიანი მის ნაირად ცხოვრებაში. გოგჩის ვეძახდი, მისი ტელეფონის ნომერიც არ წამიშლია gogona slaididan ასე მეწერა. ის იყო ერთი ქალი რომელიც ბევრად მეტი იყო.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s