რჩეული არა, გამორჩეული.

cms-image-000041319
საქართველო რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და რჩეული ერი ვართ ყველას გაგვიგია რა თქმა უნდა, ვისაც არ გაუგია დეე ნურც გაიგებს. თავი რომ დავანებოთ რელიგიურ ფანატიზმს და გადავიდეთ ჩვენს ეთნიკურ ისტორიაზე რა თქმა უნდა ჩვენი რჩეულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ხოლო გამორჩეულობა უდავოა, თუმცა რა მხრიდან გამორჩეულობა.

უახლოესი ამბებიდან რომ ვიმსჯელოთ ბოლოსდაბოლოს შევთანხმდეთ რომ ჩვენ ქართველებს გვჭირდება მონარქი ან როგორც ირაკლი ჩარკვიანი იტყოდა “ფაშა” რომელიც ჩვენს მაგივრად გააკეთებს ყველაფერს. “ჭამე დალიე იძინე” ეს სლოგანიც ალბათ რაღაც მსგავსის გამომხატველი იყო თავის დროზე ოთხი წლის წინ. ჩვენ არ გვჭირდება დემოკრატია და მითუმეტეს შრომა რადგან ქართველი არ ივაჭრებს ამისთვის შეიქმნენ დავუშვათ “სომეხი ვაჭრები” ისტორიული დროს რომ გადავწვდეთ. რაში გვჭირდება დემოკრატია? ჩვენი ბედი ჩვენ გადავწყვიტოთ? რატომ რისთვის ჯერ ერთი ხო უფალი არ გაგვწირავს მერე აბა ფაშა რატო ავირჩიეთ? ვიძინებთ ჩვენ აღარ გამოვალთ, წადი ეხლა აქედან…

რჩეული? ანუ ამოგვირჩია და ზემოდან რუსეთი, მანამდე ჩრ კავკასიელები, სამხრეთით სპარსეთ თურქეთი, აღმოსავლეთი აზიელი პირუტყვები, და კიდევ ღმერთმა იცის ათასი მოდგმის დამპყრობელი შემოგვილაგა?  მერე და როგორ ვართმევდით თავს ყველას, უნდა გავნთავისუფლდეთ ამოვძვრეთ დავუშვათ ოსმალთა მონობისგან და რა ხდებ ბაც ბაც და მოღალატე გვყვავს, მანახეთ ქვეყანა, ხალხი, ეთნიკური ან სოციალური ერთობა რომელსაც ჩვენზე მეტი მოღალატე ყავდა, თან სულ გადამწყვეტ მომენტებში, ნაირ ნაირები ფალავანდიშვილ ორჯონიკიდძეებ, ობოლაძეებ და ასე შემდეგ განსაკუთრებით გიორგი სააკაძე უნდა აღინიშნოს ნიჭი არ გინდა შაჰ აბაზს ურჩიო ზამთარს ეომე ქართლსაო ეს უკანასკნელი გმირი გონია უდიდეს უმრავლესობას.

ალალ მოღალატეებს შევეშვეთ და გადავიდეთ ნიჭიერ მოღალატეებზე ანუ ქართველ ერზე, როგორც ერთ მთლიანობაზე. ქართველ ხალხს სჭირდება მამა სწორედ ესაა დამოუკიდებლობის შეუთავსებლობის მიზეზი, ჩვენ გვინდა ფაშა ქვეყნის შიგნით (მონარქი ანუ რო ვეახლოთ კულტურული მინეტი გავუკეთოთ, და იმან ჩვენს მაგივრად აკეთოს ყველაფერი.) და ქვეყნის გარეთ მამა, დიდი მამა რო იმას ძღვენით ვეახლოთ, ასეთია რუსეთი ჩვენი მამების მკვლელი რუსეთი, აფხაზეთის ომის ქართველი ვეტერანების შეკრებაზე მიბრძანდით და თავად დარწმუნდით როგორ ასახავენ ხოტბას რუსეთს ის ადამიანები, რომლებიც რუსეთმა დააინვალიდა და ძმაკაცები თვალწინ დაუხოცა. ესაა მაგია ილუზია დაუჯერებელი რამე თუმცა რეალობა. ჩვენ მაზოხისტი ეთნოსი ვართ გარდა ყველა იმ სიკეთისა რაზედაც ზემოთ ვისაუბრე, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია არ გვეზიზღებოდეს დიდი მოზრდილი მტერი და უფრო მეტიც გვიყვარდეს და შევნატროდეთ. რუსეთი ჩვენთან დიპლომატიურ ფლირტს თამაშობს ხანდახან გამოუვა აგვიყვანს სასტუმროში დაკავდება სექსით და შემდეგ გაგვლახავს, დაახლოებით იგივე დიპლომატია აქვს ალბათ ყველა სხვას თუმცა ამათგან განსხვავებით ისინი აქტის შემდეგ რომანტიულად მოგვეპყრობიან. მთავარი ერთია რო ჩვენ ამ ფლირტზე ყოველთვის მივდივართ.
რვა წელი გავიდა ომის შემდეგ და მაინც არ აღიარებს ერი რომ რუსეთი ჩვენი მტერია, ამასაც ხომ არ სჭირდება ისტორიის ცოდნა რვა წლის წინ ხო ყველამ დავინახეთ მათი ძალა და მამობა? არაა ქართველი წავა არჩევნებზე და ხმას მისცემს რუსი მამის ქართველ შვილს.

რაც შეეხება ბოლო დროს განვითარებულ ყველაზე პომპეზურ მოვლენას ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 45 ე საპრეზიდენტო არჩევნებს, არჩევნები მათთვის და პომპეზური ჩვენთვის უფრო. ისე მოხდა დილიდან ინტერნეტს მოვწყდი, შესაბამისად ჩამოვრჩი მოვლენებს მეგობრებმა მომწერეს ხუმრობით სამძიმრის ტექსტები დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებაზე, ვიფიქრე ჩემი ამერიკული კულტურის, დიპლომატიის და სხვა ინტერესების გამო უბრალოდ მეღადავებიან  და ისევ ჩემი ბრალია ზედმეტად რომ ვყბედობ ჩვენს მომავალზე და ამერიკულ ოცნებებზე თქო, მაგრამ შენც არ მომიკვდე თურმე რა ხდება სოციალურ სივრცეში?! სრული სიგიჟე თავიდან რომ შევიხედე ფეისბუქზე რეალობის შეგრძნება დავკარგე. რა შუაში ვართ? ასე გვეშინია რუსეთი და ასე არ გვინდა ყველას? ასე კარგად ვერკვევით რესპუბლიკური პარტიის დიპლომატიაში ან იზოლაციონზმში? ვოთ ზე ფაქ თქვენი მეტიჩარა დედას შევეცი რა ბოლოს და ბოლოს, რუსეთი არ გინდათ და ტრამპის გეშინიათ და “ჭამე დალიე იძინეს” მიეცით ხმა? თუ იმიტომ მიეცით რომ წინა ხელისუფლებამ დაგაშინათ? თუ საერთოდ დაშინებულები ხართ?
პირდაპირ თქვით რომ გეშინიათ თავისუფალი აზრით და პირდაპირ თქვით რომ გინდათ ფაშაც და დიდი რუსი მამაც, და ტრამპი აფუჭებს ყველაფერს ხომ საერთოდ არანაირ კავშირში რომ არ არის ჩვენთან? ყველაზე ადვილს მივდექით ჩვენი მონობა რომ გავაპრავოთ? ამერიკამ როგორც “მეორე მამამ გვიღალატა” რაღაც ესეთი ქვეტექსტი იყო ყოველო მეორე ფსევდოპატრიოტის პოსტში.

რა რჩეული ხალხო მონები ვართ დროის და პიროვნებების, ძილის და ჭამის მონები ვართ, სად იტყვის სხვა ქვეყანაში გლეხი 60 ტონიან მოსავალზე, ერთი მაგის დედაც დასცხოს და სულ გააუბედუროს მაინც დაზღვეულიაო. ეს 60 ტონაა ზუსტად ჩვენი მომავალი მაგრამ ჩვენაირ ხალხს მომავალი არ უნდა ქონდეს ენაში როგორც ასეთი სიტყვა. ყველა ეთნოსს აქვს განვითარების და სტაგნაციის წლები, დარწმუნებული ვარ ახლა ჩვენს ეთნიკურ ისტორიაში სტაგნაციის ბოლო წლებია. თუ მაინც და მაინც, რჩეულობაზე მიდგა საქმე და ჩვენს მრავალ საუკონოვან ისტორიაზე შეგახსნებთ რომ ჩვენგან კარგა გვარიანად დაკნინებული, დამცირებული ხალხი სომხები ასევე უძველესნი არიან და დღემდე ჩვენსავით მოაღწიეს დამოუკიდებელი კულტურით, ის სომხები რომლებსაც ვაჭრობა არ ეთაკილებოდა როცა ქართველი კოტრიალობდა, პარალელს არ ვავლებ რა თქმა უნდა სომხეთი არაა სამაგალითო ქვეყანა, თუმცა ჩვენ ხომ წავაგეთ ამ კოტრიალობით, ლუარსაბ თათქარიძეობით და გამყიდველობით? ეს ხომ ფაქტია?

ყოველივე ეს მაძლევს იმის საფუძველს რომ თამამად ვთქვა ჩვენ არ ვართ რჩეული, უფრო გამორჩეულები ვართ. ბევრი კარგით და უფრო მეტი სიავით. კარგი და რჩეული მეტ ნაკლებად მიწა შეგვხვდა და ისიც არავის უნდა რომ დაამუშავოს. თუ მაინცდამაინც არჩევაზე მიდგა საქმე ყოველთვის წინააღმდეგი ვიქნები რუსეთის, თუნდაც ჩემიანმა გამიკეთოს ცოცხი, რუსეთის გაკეთებული ცოცხი ყველას ეტკინება ეს განსხვავება მაინც იქნება, მიუხედავად ამ განცხადებისა არცერთი პარტიის მიმართ არ ვარ კეთილგანწყობილი ყველა იმ ნაგვის ნაწილია რაზედაც ზემოთ ვისაუბრე, მე ვარ ჩემი ქვეყნის როგორიც არ უნდა იყოს ის, მისი პატრიოტი სიტყვითაც და თუ საჭიროა გახდება საქმითაც, სამშობლო შენ ხარ ამის გაგება რჩეულთა ხვედრია. ხანგრძლივ სიტყვას დავამთავრებ იმ კაცის ლექსით რომელიც იშვიათად ეძლევა რომელიმე ხალხს და გამორჩეული უნდა იყო რომ თავად მოკლა. :

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი –
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?!

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s