დაქალები

b-6-steps-to-overcome-jealousy-envy-13794407487003_lg
დიდი ხანია არაფერი დამიწერია და ბოლო პოსტებიც მეტისმეტად სენტიმენტალური გამომივიდა, თუმცა არ ეწყობა სხვაგვარად. ამჯერად შევეცდები ჩემთვის ტრაგიკულ და თქვენთვის სახალისო თემას შევეხო. ყურადღება სათაურისკენ.

სუსტი სქესის წარმომადგენლების ყურადღებას არასდროს ვუჩივოდი, ხან მეტად ხან ნაკლებად.
თუმცაა თუმცააა… “დაქალი” გაახარებს ვისმეს განა?
ლენგ თემურს არ მიუყენებია იმხელა ზიანი ტფილისისთვის, რამდენიც მე იმ გოგოების დაქალებმა, რომლებიც მომწონდა ან მიყვარდა ან უფრო მეტი იმათაც ვუყვარდი.

მოკლედ თეოგონია ამ არსებების ასეთია ღმერთმა შექმნა ერთ კვირაში ყველაფერი, რაც ვიცით, მერე დანარჩენ დეტალებს ამატებდა. ერთ დღესაც მიხვდა რომ კი გამოვყარე ქალი და კაცი სამოთხიდან მარაა,  ესენი მაინც ბედნიერები არიან და კარგად გრძნობენ ერთმანეთთან თავსო.
იმ დღეს ღმერთმაც შეცოდა და შექმნა  “დაქალი”.  (მე 3 სქესი “დაქალის კოსმოგონია” თ.კიკვაძე გვ 33:445) მას შემდეგ იტანჯება კაცობრიობა, განსაკუთრებით კი კაცი.

3 დაქალი ერთად რატო ვერ ჩერდება იცით? იწრო არს დედათა ბუნება ჯერ ეს ერთი, მეორე კიდევ უფრო იწრო არს დაქალთა ბუნება.  დაქალობის საწყისი ეტაპი მეტისმეტად უკონფლიქტო და უშუალოა, საბოლოო ჯამში ლატენტურ ლეზბიანკობის სახეს იძენს რაც გამოიხატება ერთმანეთის სახლში დარჩენით და პიჟამებში გადაღებული ფოტოებით. სრულდება ზასაობის ერთმანეთზე დამუღამებით. გაგრძელებას კი ჰპოვებს ერთმანეთზე ზედმეტი დამოკიდებულების გაჩენით და ზედმეტი პასუხიმგებლობის აღებით. საბოლოო ჯამში დაქალი დაქალისთვის დედა, მამა, ძმა, უბნელი კაი ბიჭი, ფსბ, კაკებე და ხშირად GPSც კი ხდება.
გამოყოფენ ორ ტიპს პასიურს და აქტიურს, აქტიური იყოფა ორ ქვეკატეგორიად უშნოდ და მსუქანად (გოჭქალა) მათთვის საერთო მახასიათებელია ყველასთვის ნაცნობი შური, კარგად დამუშავებული და შენიღბული შური.

ჩვეულებრივ შემთხვევაში დაქალს რამდენიმე თავის რჩეული მამრი ჰყავს, რომელსაც სთავაზობს დაქალს. “ალტერმამრი” ასე დავარქვათ.
ეპიზოდი I
ლიკას და გიოს ერთმანეთი უყვართ ბედნიერები არიან, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ლიკას “დაქალს” თამოს, საერთოდ არ მოსწონს გიო. ამიტომ ის ალტერმამრს რთავს საქმეში. გიომ ნახა ლიკა, რას გააკეთებს თამო?. ჰუუუუ სუნთქვა გაუხშირდება, ასწრაფდება მოკიდებს ხელს ლიკას და სადმე წააჩანჩალებს. ამ დროს რა ქნას გიომ აღარც შეაგინოს გულში? თუმცა გიოს ისე უყვარს ლიკა მაინც თბილად გაუღიმებს თამო დაქალს. გიომ ისეთი უმწიკლოა ვერც კი წარმოიდგენს როგორ ამუშავებს თამო ლიკასთან.
ეპიზოდი II
თამო და ლიკა მიჩანჩალებენ: აუ რაღაც სტრანი ტიპიაა, რეებს უსმენს, რა გევასება მაგ ტიპში პროსტა ვერ ვხვდები. აჩიმ მომწერა ხვალ სადმე გავიდეთ და ლიკაც თუ წამოვაო ძაან საყვარელია პროსტა ძაან.
აჩი – თამოს ბიძაშვილი მორაგბე უკბილო ხუმრობებით და დაუხვეწავი ქცევებით უსმენს ყველაფერს რასაც სხვები, სახლში თავისთვის “რუსულებზე ენძრევა”. ღამით შაურმაზე გადის რაც მის ინდივიდუალიზმს კიდევ უფრო ამაღლებს. მართვის მოწმობა კი ხელფეხს უხსნის იბატონოს ქალებზე რადგან კოლეკტიური აზრით მანქანით იკერება ნაშა. თუმცა ის არ თვლის ლიკას ნაშად, მაგრამ ქვეცნობიერად მანქანა მაინც პლიუსია.
ეპიზოდი III
ერთ დღესაც ლიკა და გიო წაიჩხუბებენ და აი მაშინ დაქალი თამო იქნება ყველაზე მზად ვიდრე ოდესმე  და გამოიყენებს საბრძოლო ტაქტიკას ბლიცკრიგს სწრაფად დაესხმევა ლიკას თავს და შეტენის აჩის და არ გეგონოთ ამისთვის ან აჩი ან ლიკა არ იყვნენ მზად. დაქალმა თამომ მაგაზეც იზრუნა.

ასეთია კლასიკური სურათი სასიყვარულო ურთიერთობების და დაქალების თანამონაწილეობის.
რაც შეეხება არა აბსტრაქტულ ურთიერთობებს, დაქალები აქაც კარგად ახერხებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. იხ ქვემოთ.

მიუხედავად დაქალობის ინტიმიური ხასიათისა ისინი ერთმანეთს გამუდმებით ცუდ საჩუქრებს ჩუქნიან. ერთნაირ ზედებს ყიდულობენ, შეხვედრისას ერთმანეთს იმაზე მეტად ათვალიერებენ ვიდრე საჭიროა, და თუ უცხო კაი ბიჭი (მამრი) გადაადგილდება ახლოს ერთმანეთის დაცინვას და გამწარებასაც არ მოერიდებიან, ხშირად ეს ვულგარულ კონფლიქტშიც გადასდით.

თუმცა გარკვეულ საკითხებში ისინი თანხმდებიან. მაგალითად სოციალურ სივრცეში ერთმანეთის სუარათებზე პოსტებზე და ასე შემდეგ არ გეგონოთ გამორჩეთ დალაიქება და გულსმაილებად დაღვრა. ამით ისინი ერთმანეთს უპირობო ერთგულებას აღუთქვამენ რა არის რეალურად მის უკან მოდი ნუ ჩავუღრმავდებით ეს უკვე ფსიქოლოგების საქმეა. ასევე თანხმდებიან საერთო ხუმრობებზე, ყავთ “ცუდი ტიპის ხატი”, რომელიც  გამოიყენება როდესაც სასაუბრო თემა აღარ აქვთ. და ა.შ

დაქალების განსაკუთრებულ ვარიაციას ვხვდებით უნივერსიტეტში. სადაც მათი გარჩევა ძალიან ადვილია, იყოფიან: დედაქალაქელებლად, დედაქალაქელებლად და მაინც პროვნსალებად, პროვანსალ-დედაქალაქელებლად, პროვანსალებად, მზექალებად, და ფილოლოგებად, ეს უკანასკნელი საერთო ცალკე კატეგორიზდება, ისინი ძალიან განსხვავებული ნიშნებით ხასიათდებიან მაგალითად , ჯგუფ-ჯგუფად სიარული 4-5ნი ერთად დადიან ძირითადად საერთო სიმაღლე(158სმ), მუქი ფერები, კოლკტიური იუმრი, საყვარელი სემინარისტი ბიჭი, საყვარელი ლექტორი, საყვარელი ქსეროქსისტი ქალი , და მაკდონალდ მენიუ.

შევეცადე ზოგადი ინფორმაცია მომეწოდებინა თემასთან დაკავშირებით რაც შეეხება პირად გამოცდილებას, მინხავს ჯიგარი დაქალიც უნდა ვაღიარო თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება კაცის ცხოვრებაში.  უკანსკნელი შემთხვევა ამოუცნობად რჩება, მაგრამ მთავარი სწორი სტრატეგიაა მაინც, არ მოდუნდეთ კაცებო ისინი დამარცხებადი არიან.

Advertisements

6 thoughts on “დაქალები

  1. :დ :დ :დ ვფიქრობ ძალიან გროტესკულად აღიქვავ რეალობას. სინამდვილეში ასე ერთი ორი შემთხვევაა. ნომელური ურთიერთობის დროს ვერც ერთი დაქალი ვერ მოახდენს ისეთ გავლენას როგორზეც შენ საუბრობ.

    პ.ს შუშანიკის წამებიდან მოყვანილი ფრაზა სწორად არ გაქვს გააზრებული :დ
    პ.სს. სახალისოდ წერ (Y)

    Like

    1. ამ პოსტის გამო ერთ დღეს სახლთან არ დამხვდებიან იმედია, ან ყველა დაქალი არ გაერთიანდება ჩემს წინააღმდეგ :დ უფრო სწორედ სამ სამნი :დ

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s