ახალი წლის “თემა”


“ახალ წელს რას ვშვებიით?” კითხვა რომელიც შეიძლება აგვისტოს ბოლოდან აქტიურად გაიგოთ, და რომლის პასუხიცაა “ჯერ ოჯახთან ვხვდები და მერე ვქნათ რამე” არც მე ამცდა როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, ტრადიციულად ძველი მეგობრები ერთად ვსვამთ, ჩემს ძმაკას (რომელიც ნამდვილად ძმაცაა და კაციც სხვა ყველა გამონაკლისისგან განსხვავებით) ბედნიერებად ხვდა სახლი, სარდაფში ბუხრით, მშვენიერი მყუდრო ადგილი სადაც 1 ში შევიკრიბეთ ძვირფასი საზოგადოება, მანამდე შევხვდი ოჯახთან ერთად, ტრაციულად ვუყურე “ფეირვერკების ომს ღირსებისთვის”: “არა მე უფრო მეტი გადავიხადე და ჩემი უფრო ლამაზია, “არაა ჩემი უფრო ძვირი ღირს და უფრო ეფექტურია”. ამ დროს ვფიქრობ: ღმერთო რამდენი ფული იხარჯება ჰაერში და რამდენ ადამიანს უჭირს, მერე კიდევ რომ დავფიქრდები ვხვდები მეც კაი უსინდისო ვარ და მაგათი ნაწილი ვარ, ერთი სული მაქვს როდის გადავუფრენ სუფრას და ნამდვილ ზეიმს მოვუწყობ კუჭს ნაირ ნაირებით, ასეც მოვიქეცი 12 საათზე ოჯახთან შევხდი თუ ოჯახში, მერე მეკვლეს სტატუსი მოვირგე, ძმაკაცის მამას კამპანია გავუწიე სუფრაზე, შემდეგ წავედი “არსადში” ბარია ესეთი თუ ისეთი, (თუს უცნაურად ხშირად ვხმარობ, პაატა ზაქარეიშვილივით, მაშინებს) ეს ბარი იმით გამოირჩევა რომ საპირფარეშოს კარი არ ეკეტება და ეს არანაირ დისკომფორტს არ გიქმნის, დგახარ რიგში, და უცნობ შენსდღეში მყოფებს ესაუბრები, ზუსტად ამ პროცესში, ვიღაცამ გადაგვასწრო ყველას , თან ისე რომ სხვებს ვინც რიგში იდგა არც კი შეუმჩნევიათ, აი სინაგლეე, როგორც კიგამოვიდა ვეცი ჩემი სარკასტული ფრაზებით, არ ესიამოვნა უცებ ძველ 90 ების ხმა მიიღო და მგონი გთხოვეეო ხოო ძმაო, ვაა დაჟე მოასწარი თქო, უცებ ვიღაც მეცა რიგიდან და არ გინდა დაცვააო, აი თავისფალი საზოგადობა…ხალხო იარეთ ბარებში, მოკლედ როგორც იქნა შევუერთდი მეგობრებს და ჩავები საერთო სურათში, გვერდით მეჯდა ვიღაც გოგო, მაშინ ზუსტად ესე ვფიქრობდი, საერთოდ არ მიმიქცევია ყურადღება, მეორე დღეს ფეისბუქზე ვნახე და ნეტავ არ მენახა nini gogishvili მწვანე თვალებიანი გოგოა, არა რაღაც მითოსური, თუ ვინმე იცნობთ უთხარით რომ ულამაზესი თვალები აქვს, დამეგობრება უშედეგოდ ვცადე სამწუხაროდ, ძალიან ვნანობ გუშინ რომ ვერ გავიცანი, კავალერი ახლდა თან თუმცა ნაკლებად მნიშვნოვანი იქნებოდა ალბათ. ალკოჰოლი მაბრმავებს ყველაფერთან ერთად. უცნობთაგან ერთ ერთს გული ჰქონდა შევარდნილი ჩემს მეგობარზე და ალბათ ჩათვალა კონკურეტი ვიყავი, ჩემი კომპლექსი აიკიდა, რაღაცას იტყოდა მიყურებდა, მერე თმაზე მეხუმრა, გოოჭ მე ვთქვი არ გინდა დამეხსენი. დავიშალეთ როგორც იქნა გამთენიისას, მანამდე ათასი საძაგლობაც მოვასწარი, თუმცა ისე გავილეშე ტაქსისტთან საუბარიც დამეზარა, ჩემი ჰობია თამამად ვიტყვი , ათასი ხერხი ვიცი როგორ შევიდე კონტაკტში, “ეს რა დადგეს აქ”, “კაია გოროდში და აღარ უნდათ წასვლა”, “ტაქსზე რო ზიხარ მაგიტომ გაგინებენ თორე აბა….”  ნაბახუსევზე ანაკომის სუპს გამოვაყავარ თუმცა ესეც ღირსების საკითხია , ახალ წელს ანაკომის სუპს ხომ არ ვიყიდიი ეე… ამიტომ ჩემი დის გაკეთებულ ტოლმის მსგავს დავჯერდი. მერე 2 ციტრამონი მივიღე და დავადექი გზას მეგობრებისკენ, წინა დღეს შეძენილი იაფფასიანი ვისკი დავლიეთ, შევწვით მწვადი ბუხარში და შევიქმენით მაქსიმალური კომფორტი . ყველაფერი სასიამოვნოდ მიდიოდა სანამ ერთი ჩვენი ყოფილი ბაბულიკი ლიტრიანი ბოთლით ღვინით არ დაგვადგა, იკისრა თამადობა და ფაქტიურად იმასქნა “განწყობაში”. 22 წლის ბიჭმა ისეთი სადღეგრძელოები თქვა რამის დეპრესია შემიბრუნდა, კიდევ კაი იუმორის იმუნიტეტი არსებობს. სახლში მოსულმა ვიგრძენი რომ ძალიან დავიღალე და ცოტა არ იყოს დავბერდი , შეიძლება ბევრიც, მაგრამ სულ ახლახანს გადავიფიქრე ჩემს გამათბობელს ცეცხლი გაუჩნდა, ესეთი რაღაცეებით მანებივრებს ოჯახი, გაყინული სველი და ხელებ დაჭრილი ვამთავრებ ამ პოსტის წერას, იმედს ვიტოვებ ეს წელი გასულზე უკეთესი იქნება, საუკეთესო შეიძლება არ იყოს, რაგნარი როგორც იტყოდა ბედისწერას თავად წერს ადამიანი, მე ასე მიყვარს თქმა მაპატიეთ უხამსობისთვის: ბედი არ არსებობს , კარგის ტრაკი არსებობს, და შეიძლება მო…. ას , თუ ხოდზე არ იქნები სულ. წარმატებულ წელს გისურვებთ, შრომა, პატიოსნება, სიყვარული, ქველომოქმედება, ნაკლები აგრესია, მეტი პოზიტივი, ბევრი წიგნები რაც მთავარია. 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s