შარშან ამ დროს…

შარშან ამ დროს სულ მთლად სველს, ვიღაც ქალი მრევლიდან სტიქარზე შემეხო, ეს იყო ჩემი ბოლო და ალბათ უკანასკნწელი კავშირი ეკლესიასთან, მაშინ ჯერ კიდევ მეგონა რომ ღმერთთან ახლოს ვიყავი და იმ საქმეს ვაკეთებდი, რაც სწორი იყო და ძალიან მჯეროდა რაღაცას ვცვლიდი ჩემშიც და სხვებშიც. ეხლა, ამ დროს, უბრალოდ მეცოდება ის ქალი თუ მართლა ეგონა, რაიმე მადლის მატარებელი ვიყავი, ან საერთოდ იმ წუთას იქ იყო თუ არა საერთოდ მადლი სამების ტაძარში, რომლის დანახვაზეც საუბრობენ: “გუმბათზე ჯვარი სულ მოოქროვილია” ,”მილიონები დაჯდა” .
საბოდიშო არაფერი მაქვს ვფიქრობ და თავს არ შევიზღუდავ იმაზე ფიქრით, ვინმე არ გავაღიზიანო,  რადგან ის ვინც არ მიცნობს არ არის ვალდებული მეკამათოს იმაზე რაც მხოლოდ მისი საკუთრება არ არის, სწორედ ასეთი მსჯელობის საგნად მიმაჩნია ნებისმიერი რელიგია.
მთელი ცხოვრებაა რაღაცას ვეძებ, სწორედ ასე მივედი ეკლესიაში, პირველ კურსზე, სრულიად დემორალიზებული.  ვეძებდი ღმერთს, რადგან ვგრძნობდი ახალი ადამიანი იბადებოდა ჩემში.
მამაოზე ადრე მივდიოდი და ეს ჩემი მოვალეობაც იყო, სანამ ყველაფერში გავერკვევოდი ერთი წელი დამჭირდა, აკადემიური სიზუსტით ვემსახურებოდი იმ საქმეს რაც ხალხს აახლოვებს ღმერთთან, მაგალითად, მიცვალებულთა მოსახსენიებელს წირვის დროს სტიქაროსნები კითხულობენ. ამ პროცესში ვიგრძენი პირველი დისკომფორტი, როდესაც ძალიან სწრაფად და თითქმის გაურკვევლად კითხულობდნენ სხვები, ასე ვთქვათ, ზერელედ. აქაც აკადემიურობა გამოვიჩინე და ნელ-ნელა ვკითხულობდი თან ვაყოლებდი გარკვეულ სიტყვებს, რომლებიც აუცილებელია მოხსენიების შემდეგ თქვა. ასე დაიწყო ის უსაზღვრო აღმოჩენები, რომელმაც გაყარა ჩემი და მართლმადიდებლური ეკლესიის გზები ერთმანეთისგან.

ვინ დგას ეკლესიაში?! ძირითადად გაჭირვებული ხალხი, მდიდრები ინდულგენციების გზით ახერხებენ ტაძარში მოუცლელობის გამო, არ ყოფნის გამოსყიდვას. ასე და ამგვარად ყოველი წირვის ბოლოს გროვდება შესაწირი, დგას სტიქაროსანი და უჭირავს თასი, რომელშიც ხალხი ყრის  შესაწირს, ასე ქვია თვითონ თასსაც, “შესაწირი”.  უკაცრავად ვის სწირავთ იცით?
ამ ფულს მოძღვარი  იდებს ჯიბეში (რომელიც მის სამოსს “შემთხვევით” აქვს მიკერებული). ოღონდ პოლიეთილენში გახვეულს, სული რომ არ წაიწყმიდოს ფიზიკურად შეხებით. რა გამოდის, გაჭირვებული ხალხი სწირავს მამაოს ფულს? ვუყურებდი ყოველდღე ერთ ძალიან მოხუცებულ და გაჭირვებულ ქალს, და მაკვირვებდა ორი რამე:  როგორ ახერხებდა ასე გაჭირვებით სიარულს ტაძარში და როგორ ახერხებდა მოძღვარი შეწირული საკვების მთლიანად რეალიზებას, ის რომ ერთხელაც არ გაუნაწილებია ამ ქალისთვის . ვტენიდით მისი უზარმაზარი მანქანის ასევე უზარმაზარ საბარგულში ყველაფერს.
ამას მოყვა კიდევ ერთი დღე, როდესაც გავაცნობიერე, რომ “იოსებ სტალინს” ბარძიმში იხსენიებდნენ. პირველი რაც აზრაც მომდის სტალინზე, პროფესიიდან გამომდინარე, ესაა ათ მილიონზე მეტი უდანაშაულო  ადამიანის სისხლი. მათ შორის ჩემი ოჯახის წევრებისაც. ბარძიმში რა უნდა ამ სატანის ძეს ვიკითხე , იქვე ცხვრებმა ამიხსნეს, რომ მასონებს ებრძოდა იოსები, აღარ დამიწყია იმის ახსნა რომ რელიგიას ებრძოდა ზოგადად ნებისმიერი სახით, მართლმადიდებლური ეკლესია აქცია “აბანოებად”, ასევე აქცევდა მასონებისასაც სადმე რომ ყოფილიყვნენ სსრკ-ში.
რაც მეტი კითხვა მიჩნდებოდა მეტ ინფორმაციას ვღებულობდი ამაში ჰუმანიტარული ფაკულტეტიც ხელს მიწყობდა. საბოლოოდ მე ყოველ დღე ვცილდებოდი ეკლესიას, ქრისტეს როგორც ჰუმანისტს ჩემზე დიდი გავლენა აქვს, თუმცა ქრისტიანობა ჩემთვის არაა ქრისტეს იდეოლოგიის გაზიარება. მითუმეტეს მართლმადიდებლობა, რადგან ზემოთ ნახსენებიდან გამომდინარე ცალსახად რუსული ეკლესიის მახინჯ ტიპიკონს იმეორებს, არსად მანამდე საქართველოს  არცერთ  კუთხეში ეკლესიას არ წაურთმევია გაჭირვებულისთვის ლუკმა. ზედაშე ღვინოც ხომ გაჭირვებულებისთვის იყო, პირველი ერბო, ქადები და სხვა, ამას ჩვენი წინაპარი შეიძლება წარმართულად აკეთებდა ყველაფერს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ერთმანეთს გვერდში ედგნენ.

დღეს გამახსენდა, რომ შარშან ამ დროს მეც ამ მარაზმის ნაწილი ვიყავი, თანახმა ვარ თუ არ მიმიღებენ სამოთხეში, მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ ფარისევლობის ნაწილი ვერ გავხდები, ვერ წავართმევ გაჭირვებულს ბოლო ლუკმას და ვერ მივცემ მდიდარს, შეიძლება ბევრი ცოდვა მაქვს მაგრამ არასდროს არავის მითუმეტეს გაჭირვებული ადამიანის ცხოვრების კიდევ უფრო გაუარესება არ მდომებია. ვიზიარებ ქრისტეს, როგორც ჰუმანისტის მოძღვრებას სიყვარულის მიტევების, პატივისცემის და სათნოებების შესახებ, თუმცა არ ვიზიარებ მის ყალბ ინტერპრეტაციას მართლმადიდებლური ეკლესიის სახით.

Advertisements

6 thoughts on “შარშან ამ დროს…

  1. საკამათო საკითხია და ნუ რათქმაუნდა საინტერესო იყო შენი, როგორც ყოფილი სტიქაროსანის აზრის მოსმენა. ისე, ეს გაჭირვებული ხალხი საეკლესიო პირებს შესაწირს რომ სწირავს, ეს მათი არჩევანია რითიც გამოხატავენ მადლიერებას მათ მიმართ. მამაოების გაკრიტიკება კიდევ, ვფიქობ, ჩემი მხრიდან მკრეხელობა იქნება, მაგრამ მაინც არ შემიძლია არ დაგეთანხმო ზოგიერთ რამეში. თუმცა ყველას ერთ ქვაბში ნუ მოვხარშავთ.

    Liked by 2 people

  2. საინტერესო და პირდაპირი პოზიციაა, უბრალოდ ყველგან ასე არ ხდება! თუმცა ზოგადი მდგომარეობა მართლაც მძიმეა და მართლმადიდებლობის ბევრი პრონციპი ან დავიწყებული ან დამახინჯებულია. მომრავლდა ფანატიზმი და მოსყიდვის პოლიტიკაც. მაგრამ მე მინახავს ძალიან წესიერი სასულიერო პირები, რომლებმაც შეინარჩუნეს ჩემი რწმენა მათ მიმართ. უბრალოდ ალბათ საჭიროა, პირისპირ შეხვდე ასეთ ადამიანს და გქონდეს მასთან ურთიერთობა 😉

    Liked by 2 people

    1. ვაფასებ ყველას რწმენას, გამონაკლისებსაც ვითვალისწინებ და ვაღიარებ, მაგრამ არ მიყვარს სიყალბის ნაწილად ყოფნა. ესე უფრო ახლოს ვარ ღმერთან ვიდრე ტაძარში, იქ მარტო მღვდლები არ ტყუიან ყველაფერში, მინახავს როგორ დაუხოცავთ “მართლმადიდებელ ქრისტიანებს” წყლის კურთხევის დროს პლასტმასის ბოთლისთვის ერთმანეთი.

      Liked by 2 people

      1. კარგად მესმის და მეც შემხებია ეგ, უბრალოდ მოვრიდებივარ ასეთებს და იმასაც შევსწრებივარ, როგორ უსაყვედურა მამაომ შეუფერებელი ქცევის გამო 😉 თავად ადამიანს გააჩნია, როგორ მოიქცევა ასეთ დროს, ყველას თავისი პოზიცია აქვს 🙂

        Liked by 1 person

  3. ესეიგი სტუდენტობისას ლექციებს მიკითხავდნენ ზედმეტად მორწმუნე მღვდლები და საერთოდ ურწმინო ხელოვნების ლექტორები .თავიდან ისეთი შეგრძნება მქონდა,რომ ერთ მხარზე ანგელოზი მეჯდა და მეორეზე ეშმაკი,რადგან ერთმანეთის გამომრიცხავ აზრებს აფრქვევდნენ.მაგრამ მერე მივხვდი,რომ ორივე მხარზე ეშმაკები მესხდნენ და ტვინს ხნავდნენ😁ასე რომ ყველაფერში გეთანხმები😁

    Liked by 2 people

  4. როგორი გაშიშვლებაა…. შემრცხვა!.. არ მინდოდა წამეკითხა.. მაგრამ ასეა… სამწუხაროდ! ამიტომ გამორბის ყველა… ეს სიტყვები კი ყველაფერს ხსნის… “მდიდრები ინდულგენციების გზით ახერხებენ ტაძარში მოუცლელობის გამო, არ ყოფნის გამოსყიდვას”

    Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s